Thumbnail
  • სამშაბათს ინდიანა პეისერსის კალათბურთელებმა კორონავირუსზე ტესტები ჩააბარეს
  • მალკოლმ ბროგდონის ტესტის პასუხი დადებითია

ინდიანა პეისერსის გამთამაშებელ მალკოლმ ბროგდონს კორონავირუსი დაუდასტურდა...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

ამის შესახებ, ჯერ წყარომ აუწყა IndyStar-ს შემდეგ, თავაც კლუბმაც დაადასტურა ინფორმაცია. 

"ახლახან დამიდასტურდა კორონავირუსი და კარანტინში ვიმყოფები. კარგად ვარ და არაფერი მაწუხებს. ვაპირებ, რომ გუნდს ორლანდოში შევუერთდე, NBA-ს სეზონის განახლებისთვის და პლეი ოფისთვის", - განაცხადა ბროგდონმა. 

ბროგდონი ახლახან გამოჯანმრთელდა ტრავმისგან და ბოლო ხანებში (ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ) ხშირად მონაწილეობდა დემონსტრაციებში.

პეისერსმა თავისი კალათბურთელების ტესტირება სამშაბათს დაიწყო. გუნდი ივლისის დასაწყისში ორლანდოში ჩავა, სადაც 24-საათიან კარანტინს გაივლის, რის შემდეგაც 5x5-ზე ვარჯიშის უფლებაც პირველად მიეცემა. თავად კი სურს, მაგრამ რამდენად მოახერხებს ბროგდონი დროულად შეუერთდეს ინდიანას და სეზონი მასთან ერთად განაახლოს, რთული სათქმელია. 

შეგახსენებთ, რომ ინდიანა პეისერსში გოგა ბითაძე თამაშობს, რომელმაც ასევე გაიარა ტესტირება კორონავირუსზე.  

კომენტარები

ბოლო ამბები