Thumbnail

ACB ლიგის ფინალური ეტაპის B ჯგუფში გადამწყვეტი მატჩი წააგო ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ, რომელიც მესამე მეოთხედამდე უგებდა სარაგოსას, მაგრამ საბოლოოდ 76:85 დამარცხდა...

გრან კანარიას 4 მატჩიდან 2 მოგება და 2 მარცხი აქვს და 26 ივნისს ბოლო ტურში მასპინძელ ვალენსიას ხვდება. 

ბექა გრან კანარიას სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 21:47 წუთში 14 ქულა მოუტანა გუნდს და გრან კანარიაში მხოლოდ ოკოიეს (17 ქულა ჩამორჩა). ბექას ანგარიშზე 2 სამქულიანია, მან 4 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მიითვალა. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტურნირი სულ სხვა ფორმატით განახლდა. 6-6 გუნდი ვალენსიაში შეიკრიბა და ორ ჯგუფად თამაშობს, ჩემპიონობისთვის ბრძოლას 2-2 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს. 

A ჯგუფში უკვე გადაწყდა, რომ შემდეგ ეტაპზე ბარსელონა და თორნიკე შენგელიას ბასკონია გავლენ. ასე რომ, ჟუვენტუტთან მატჩში (25 ივნისი) შესაძლოა, მან მცირე ტრავმის გამო, დაისვენოს კიდეც. გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე უკვე გამოეთიშა ბრძოლას. 25 ივნისს ტენერიფე ბარსელონას ხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები