Thumbnail

‘ჯერ ტაისონს დავაკვირდები’ - რინგზე დაბრუნებას დე ლა ჰოიაც აპირებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ერთბაშად ექვს წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ოსკარ დე ლა ჰოიამ არ გამორიცხა, რომ სხვა ვეტერანი მოკრივეების მსგავსად, რინგს ისიც დაუბრუნდეს. მექსიკური ფესვების მქონე 47 წლის ამერიკელის თქმით, ის ლეგენდარული მაიკ ტაისონის საქციელმა შთააგონა. 53 წლის მოკრივემ ვარჯიში მცირე ხნის წინ განაახლა და აღნიშნა, რომ საჩვენებელი ორთაბრძოლების ჩატარებას აპირებს.

“პირველ რიგში, კიდევ დავაკვირდები, ტაისონი რას იზამს. ვარჯიშით მეც ვვარჯიშობდი და ფორმას ვინარჩუნებდი, თუმცა, ცხადია, ჯერ ისეთ მდგომარეობაში არ ვარ, რომ რინგზე გავიდე და 12 რაუნდი ვიბრძოლო. სამაგიეროდ, მჯერა, რომ ამის მიღწევა შემიძლია. ვნახოთ, რა გამოვა. მინდა, ვნახო, მაიკი რას მოახერხებს. მის რეფლექსებზე დაკვირვება ძალიან საინტერესო იქნება, საქმეში შევხედავ, როგორია. თუკი 3-4 რაუნდი ღირსეულად დადგა, ეს, უკვე ბევრი რამის მთქმელი იქნება”.

შეგახსენებთ, რომ ოსკარ დე ლა ჰოიას კარიერის განმავლობაში 45 ორთაბრძოლიდან 39 აქვს მოგებული, პროფესიული კარიერის დაწყებამდე კი, მან 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები