Thumbnail

ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა დიმიტროვს ადანაშაულებს - კირიოსს ეს არ მოსწონს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ საგამოფენო ტურნირის Adria Tour-ის მონაწილეთა კორონავირუსული ინფექციით დაავადებაზე ისაუბრა. ერთ-ერთი ინფიცირებული ნოვაკია, რომელიც ტურნირის ორგანიზატორია, პირველს კი ინფექცია გრიგორ დიმიტროვს აღმოაჩნდა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი 14-დღიან იზოლაციაშია

სრჯან ჯოკოვიჩის აზრით, ყველაფერში დამნაშავე ბულგარელი ჩოგბურთელია.
 
"ახლა თავს კარგად არავინ გრძნობს, მაგრამ ამ ისტორიიდან დასკვნებია გამოსატანი. ჩემი აზრით, დამნაშავე დიმიტროვია, რადგან მან თქვა უარი ტესტირებაზე ზადარში. ის დაავადებული ჩამოფრინდა და ვინ იცის, სად დაინფიცირდა. ეს არასწორია. მან ზიანი მიაყენას ხორვატიას, სერბეთსა და ნოვაკის ოჯახს. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუკი ზადარში ტურნირს მომავალშიც ჩავატარებთ”, - ამბობს ნოვაკის მამა.

Adria Tour-ზე კორონავირუსი პირველს გრიგორ დიმიტროვს აღმოაჩნდა 

სრჯანის სიტყვებს მალევე გამოეხმაურა ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირიოსი. 

"სხვებს ნუ დაადანაშაულებ", - დაწერა კირიოსმა სოციალურ ქსელში.

კირიოსი ტურნირის ორგანიზატორებს მანამდეც აკრიტიკებდა

Adria Tour-ის მიზანი რამდენიმე ბალკანურ ქვეყანაში საგამოფენო მატჩების ჩატარება იყო. ორგანიზატორებმა ხორვატული ეტაპის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს. ფინალში რუს ანდრეი რუბლევსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს უნდა ეთამაშათ, მაგრამ მისი გაუქმება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გრიგორი დიმიტროვის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მალევე გაირკვა, რომ COVID 19 ჰქონდათ ხორვატ ბორნა ჩორიჩს, სერბ ვიკტორ ტროიცკისა და მის ორსულ ცოლსაც.

კომენტარები

ბოლო ამბები