Thumbnail
  • ტულონმა კლერმონი გაანადგურა.
  • მამუკა გორგოძის ლელო კლერმონის წინააღმდეგ.

TOP 14-ის 22-ე ტურში ტულონმა კლერმონს უმასპინძლა და მეტოქე 49:0 გაანადგურა. მამუკა გორგოძემ, ტრავმის შემდეგ, დაბრუნება ლელოთი აღნიშნა. ქართველმა მორაგბემ ლელო 69-ე წუთზე დადო. ეს იყო ტულონის მეშვიდე ლელო ამ შეხვედრაში. ტულონის რიგებში კიდევ ერთმა ქართველმა ლევან ჩილაჩავამ ითამაშა.

კლერმონის სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით ზირაქაშვილი, ხოლო ოთარ გიორგაძე ცვლილებაზე შევიდა. ტულონმა ამ მოგებით 63 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გადავიდა. კლერმონს 45 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები