Thumbnail

PREVIEW | ლივერპული ენფილდზე ბრუნდება - მატჩი ჩვეული საოცარი ატმოსფეროს გარეშე

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 24 ივნისი | ⌚ 23:15 | ⚽ ლივერპული V კრისტალ პალასი
  • პირველი მატჩი ენფილდის ლეგენდარული ატმოსფეროს გარეშე

ლივერპულმა პრემიერლიგა გასულ ტურში, 'გუდისონ პარკზე' მერსისაიდული დერბით განაახლა, სადაც თანაქალაქელ ევერტონთან მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა.

მატჩი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მოჰამედ სალაჰმა გამოტოვა და მიმომხილველები გუნდისთვის ეგვიპტელის მნიშვნელობაზე ალაპარაკდნენ.

გუნდის შეტევა ევერტონის წინააღმდეგ ინერტულად გამოიყურებოდა, ხოლო დაცვის ხაზმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც საბოლოოდ კინაღამ რიჩარლისონის მიერ გატანილი გოლით დასრულდა.

მომდევნო ტურის მატჩს ლივერპული ენფილდზე ჩაატარებს, სადაც კრისტალ პალასს დაუპირისპირდება. პალასმა განახლებული სეზონის პირველი მატჩი, გასვლაზე ბორნმუთში ჩაატარა და აღნიშნული შეხვედრა - 2:0 მოიგო.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულმა პალასს ბოლო 5 მატჩიდან ყველა მოუგო, ამ ხუთიდან ოთხი 1-ბურთიანი სხვაობით.

⚽ ამ სეზონში 'ენფილდზე' საშუალოდ 3.47 გოლი გადის, რაც ყველა სტადიონთან შედარებით საუკეთესო მაჩვენებელია.

⚽ კრისტალ პალასის მატჩებში წელს საშუალოდ 2 გოლი გადის, რაც ლიგაში მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

⚽ სადიო მანეს პალასის წინააღმდეგ ბოლო 5 მატჩში, 5 გოლი აქვს გატანილი, მათშორის ბოლო 4 მეორე ტაიმში.

⚽ პალასის მიერ ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში, საშუალოდ 6 ყვითელი ბარათი დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდრ-არნოლდი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი - ფაბინიო, ვაინალდუმი, ჰენდერსონი - მანე, სალაჰი, ფირმინო.

კრისტალ პალასი (4-3-3): გუაიტა - ვან ანჰოლტი, დანი, კეჰილი, ვარდი - მაკარტური, მილივოევიჩი, კუიატე - აიუ, ზაჰა, ბენტეკე.

კომენტარები

ბოლო ამბები