Thumbnail

'არ ჩაატაროთ სასამართლო ლოს ანჯელესში' - პილოტის ოჯახი მოთხოვნას აყენებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ზობაიანის მხარე თვლის, რომ კალიფორნიაში ობიექტურ ვერდიქტს ვერ გამოიტანენ
  • ვანესა ბრაიანტი შვეულმფრენების კომპანიისგან რამდენიმე ასეულ მილიონს ითხოვს

არა ზობაიანის ოჯახი ითხოვს, კობი ბრაიანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ლოს ანჯელესიდან სხვა ქალაქში იქნას გადატანილი. შეგახსენებთ, რომ ზობაიანი ის პილოტია, რომელიც შვეულმფრენს კატასტროფის დროს მართავდა. ზობაიანის ახლობლების აზრით, კობი კალიფორნიულ ქალაქში იმდენად პოპულარულია, რომ ეს, ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანას ხელს შეუშლის.

შეგახსენებთ, რომ შვეულმფრენების კომპანიას Island Express Helicopters სასამართლოში ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის ქვრივმა ვანესა ბრაიანტმა უჩივლა. მომჩივანი მხარის აზრით, ზობაიანმა შვეულმფრენის მართვის დროს შეცდომა დაუშვა, რამაც 9 ადამიანის მათ შორის, კობისა და მისი ქალიშვილის დაღუპვა გამოიწვია. ამის გამო, ვანესა აღნიშნული კომპანიისგან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს.

41 წლის კობი ბრაიანტი, მისი 13 ქალიშვილი ჯიანა და კიდევ 7 ადამიანი, 26 იანვარს, კალიფორნიის შტატში, კალაბასასში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარულმა კალათბურთელმა, რომელიც 18-ჯერ მონაწილეობდა ყველა ვარსკვლავის მატჩში, ხუთჯერ NBA-ს ჩემპიონი და ორჯერ ფინალური სერიის MVP გახდა, კარიერა 2016 წელს დასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები