Thumbnail

დიდი 10 - ხარებმა პლეი ოფში თამაში გაინაღდა, ბათუმმა ლელოს მძიმე ბრძოლაში მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხარები 42:21 არმია.
  • ხარები პლეიოფში გავიდნენ.
  • ბათუმი 32:29 ლელო.
  • ბათუმმა ლელოს გადაასწრო და მეოთხე ადგილზე გადავიდა.

კვირას დიდი 10-ის მე-16 ტურის დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა. რუსთავმა არმიას უმასპინძლა და 42:21 იმარჯვა. მასპინძლებმა მეტოქეს 6 ლელო დაუდეს, ვაჟა ხუციშვილმა კი ექვსივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. სტუმრებმა მეტოქის ჩათვლის მოედანში შესვლა ორჯერ მოახერხეს - შალვა მახარაშვილმა ორივე გარდასახვა ზუსტად დაარტყა. ხარებმა 43 ქულა დააგროვეს და ორი ტურით ადრე პლეიოფში თამაში გაინაღდეს. არმიას 15 ქულა დარჩა და ბოლოსწინა ადგილს იკავებს.

ბათუმმა ურთულეს ბრძოლაში მოუგო ლელოს. მეტოქეებმა ერთმანეთს ოთხ-ოთხი ლელო დაუდეს. მასპინძლებმა ვერცერთი გარდასახვის გატანა ვერ მოახერხეს, მაგრამ ჯარიმებში იყოჩაღეს. ოთხ ლელოს ოთხი ჯარიმა მიუმატეს და მეტოქეზე სამით მეტი ქულა დააგროვეს. ოთხიდან სამი ჯარიმა ბექა ურჯუკაშვილმა გაიტანა, ერთი ლაშა ხმალაძის ანგარშზეა. ბათუმმა 50 ქულა დააგროვა და ლელოს 4 ქულით გაუსწრო.

დიდი 10-ის მე-17 ტური 30 მარტს დაიწყება

კომენტარები

ბოლო ამბები