Thumbnail

ტაისონ ფიური: ვერც ტაისონი მომერეოდა, ვერც ალი და ვერც ფორმანი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრიტანელის აზრით, ის ისტორიაში საუკეთესო მძიმეწონოსანია
  • 31 წლის მოკრივემ თავისი სამი მთავარი უპირატესობა დაასახელა 

WBC-ის ვერსიით, მძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ განაცხადა, რომ მასთან ბრძოლაში შანსი გასული წლების არცერთ ცნობილ მძიმეწონოსან მოკრივეს ექნებოდა. 

"იტორიაში საუკეთესო მძიმეწონოსნებიდან ვერცერთი მომერეოდა - ვერც ტაისონი, ვერც ალი, ვერც ფორმანი. იმავეს ვიტყვი ჯო ლუისზე, ლენოქს ლუისზე, კენ ნორტონზე, როკი მარჩიანოზე, ფლოიდ პატერსონზე, ჯანი ტანიზე, ჯონ სალივანზე.

ჯერ ერთი, მე მეტისმეტად დიდი ვარ. მეორეც, მეტისმეტად კარგი ვარ. მესამეც, მეტისმეტად მრავალმხრივი ვარ", - აქვეყნებს ბრიტანელის ნათქვამს BoxingScene.

თებერვალში ფიურიმ უალდერი დაამარცხა

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის თებერვალში ტაისონ ფიურიმ ამერიკელი დეონტეი უალდერი მეშვიდე რაუნდში დაანოკაუტა და მას WBC-ს საჩემპიონო ქამარი აართვა. ცოტა ხნის წინ ის ორი ბრძოლის გამართვაზე ენტონი ჯოშუას მოელაპარაკა, რომელიც WBA-ს, IBF-ის, WBO-სა და IBO-ს ქამრების მფლობელია.

კომენტარები

ბოლო ამბები