Thumbnail

იოკიჩიც ინფიცირებულია - მისი შემთხვევაც ჯოკოვიჩს უკავშირდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

დენვერ ნაგეთსის ერთ-ერთ ლიდერ ნიკოლა იოკიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას ცნობილი საკალათბურთო მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი იუწყება.

სერბი კალათბურთელი ამჟამად სამშობლოში იმყოფება, ავადმყოფობა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, მისი აშშ-ში დაბრუნება გაურკვეველი ვადით გადაიდო. ცნობილია, რომ ორიოდ კვირის წინ იოკიჩს კონტაქტი ჰქონდა მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩთან. ისინი ერთად დაესწრნენ ბელგრადში გამართულ საკალათბურთო მატჩს. თავად ნოლე ასევე ინფიცირებულია და COVID-19 დაუდგინდა კიდევ რამდენიმე ცნობილი ჩოგბურთელს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსი NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი კლუბის 4 კალათბურთელს აღმოაჩნდა. მოგვიანებით, 2 შემთხვევა დადასტურდა ფინიქს სანსში. NBA-ში სეზონი მარტის შუაწელს მას შემდეგ შეწყდა, რაც კორონავირუსმა ამერიკაშიც პანდემიის სახე მიიღო. მოსალოდნელია, რომ სეზონი 30 ივლისს ორლანდოში განახლდება.

კომენტარები

ბოლო ამბები