Thumbnail
  • ბასკონია 87:86 (ოვერტაიმი) უნიკახა
  • ბოლო მეოთხედში თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ACB ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო ფინალური ტურნირის A ჯგუფში, ოვერტაიმში უშუალო კონკურენტი უნიკახა დაამარცხა...

თოკომ 9 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა

ბარსელონასთან ბოლო წამებზე მარცხის შემდეგ შენგელიასა და ჯენინგის გუნდი უნიკახას შეხვდა და ოვერტაიმი 76:76 დასრულდა.

ოვერტაიმის ბოლო წუთზე თოკომ 83:83-ზე სამქულიანის ჩაგდება სცადა, მაგრამ ააცილა, საპასუხო შეტევაში მალაგელებმა სამქულიანი ჩააგდეს და 86:83 დაწინაურდნენ, მაგრამ თამაშის დასრულებამდე 45 წამი კიდევ რჩებოდა.

📺 თოკოს ასისტი

ბასკებმა სამქულიანით გაათანაბრეს, მალაგას კი ზედიზედ ორი შეტევა არ გამოუვიდა. ბოლო წამებზე ბასკონიამ ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო და გაიმარჯვა. 

თორნიკე შენგელიამ 27:03 წუთში 9 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მიითვალა. მეტ ჯენინგმა 5 ქულა ჩააგდო. შენგელიამ ბოლო მეოთხედში ტრავმა მიიღო და ბოლო წუთები გამოტოვა, თუმცა დუშკო ივანოვიჩმა ის გადამწყვეტ მომენტში კვლავ გამოიყვანა პარკეტზე. ასე რომ, დიდი ალბათობით, ტრავმა არც ისე სერიოზულია. 

ბასკონიას 4 თამაშიდან 3 მოგება აქვს და ჯგუფში მხოლოდ ბარსელონას ჩამორჩება. 25 ივნისს ბასკონია ჟუვენტუტს ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ ფინალური ტურნირი ვალენსიაში უმაყურებლოდ მიმდინარეობს, ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის. 

კომენტარები

ბოლო ამბები