Thumbnail

'გპირდები, რომ არაფერს მოგტეხავ' - ჯონ ჯონსი ტაისონის წინადადებას გამოეხმაურა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯონსი და ტაისონი იჩხუბებენ?
  • ჯონსი კრივის ცოცხალი ლეგენდის ვარჯითი გაოცებულია

53 წლის მაიკ ტაისონმა ტვიტერზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კრივის ლეგენდა აქტიურად ვარჯიშობს და როგორც ამბობენ, საქველმოქმედო ჩხუბისთვის ემზადება.

ტაისონის სისწრაფით და ეფექტური დარტყმებით ბევრი სპორტსმენი აღფრთოვანდა, მათ შორის UFC-ს მსუბუქი-მძიმე წონის ჩემპიონი - ჯონ ჯონსი.

ჯონსი ტაისონის ვიდეოს შოკირებული ემოჯით გამოეხმაურა, რაც, რა თქმა უნდა, ფანებს არ გამოპარვიათ. "თუ ფულის შოვნა უნდა, ჯონსმა ჩემთან უნდა იჩხუბოს, როგორც კონორმა ფლოიდის წინააღმდეგ" - ამბობს ტაისონი.

ჯონსი ამ განცხადებას ერთი ფრაზით გამოეხმაურა "მე გისმენთ" - დაწერა ჯონსმა ტვიტერზე. "რინგზე გეჩხუბები, თუ შემდეგ შენ ოქტაგონზე შემომყვები, სადაც გპირდები, რომ არაფერს მოგტეხავ, ისე გაფასებ."

კომენტარები

ბოლო ამბები