- ერთ დროს ის ფიგურული სრიალის ტალანტად მიიჩნეოდა
- ახლა მელისა ბულანაგის Jada Kai ჰქვია და ფულს პორნოგრაფიით შოულობს
მელისა ბულანაგი თავის დროზე ძალიან ნიჭიერ მოციგურავედ მიიჩნეოდა და ოლიმპიურ ოქროზეც ოცნებობდა. ახლა კი, 29 წლის ფილიპინელ-ამერიკელმა პორნო-ინდუსტრიაში გადაინაცვლა, სახელად Jada Kai დაირქვა და Pornhub-ზე საკუთარი არხი აქვს.
15 წლის ასაკში მელისა აშშ-ის იუნიორთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახლდათ. იგი ოლიმპიურ ოქროზე ოცნებობდა და 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის თამაშებზე მონაწილეობა სურდა, თუმცა საგზური ვერ მოიპოვა.

ამის შემდეგ ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები, თუმცა ეს პერიოდი გადალახა და დიდ სპორტში მეორედ სცადა ბედი - ამჯერად მშობლიური ფილიპინების სახელით. და წარმატებასაც მიაღწია: ფილიპინების ჩემპიონატი მოიგო, თუმცა სოჭის თამაშებზე არ წაიყვანეს. როგორც ამბობს, პოლიტიკური მიზეზით. ამის შემდეგ ისევ პრობლემები დაეწყო, მერე კი ჯერ ტაილანდში ჩავიდა, შემდეგ კი აშშ-ში დაბრუნდა, სადაც ჯერ ბარმენი გახდა, შემდეგ კი Webcam-Girl სახელად Jada Kai.
“ამ მიმდინარეობაზე დოკუმენტური ფილმები ვნახე და ვცადე. 200 დოლარს ვშოულობდი. ამის შემდეგ გამიჩნდა ინტერესი პორნო-ბიზნესის მიმართ და დავიწყე კიდეც,” - იხსენებს მელისა ავსტრიული “კრონენ ცაითუნგის” პოდკასტში. ახლა მას თავის არხზე უკვე 30 000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს და მის პორნო-ვიდეოებს 30 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
კომენტარები