Thumbnail

სერია A | იუვენტუსმა და მილანმა ჩემპიონატი მოგებით განაახლეს [მიმოხილვები]

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მილანისა და იუვენტუსის გამარჯვებები, გაძევებები ფლორენციაში
  • ტური 23 ივნისს გაგრძელდება

ორშაბათს იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა - იუვენტუსი ბოლონიას ესტუმრა და 2:0 დაამარცხა...

23-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა, ეს მისი პირველი გოლია, რაც საფეხბურთო სეზონი განახლდა. 36-ე წუთზე ბერნარდესკიმ და დიბალამ სუპერკომბინაცია გაითამაშეს და პაულომ ანგარიში 0:2 გახადა.

იუვენტუსი 66 ქულით ლიდერობს და ლაციოს უკვე 4 ქულით უსწრებს. რონალდოს იმობილემდე 5 გოლი აშორებს. 

საინტერესო ფაქტები

⚽ იუვენტუსმა ბოლონიას ზედიზედ მე-9 მატჩი მოუგო.

⚽ მხოლდო ერთხელ ჰქონდა კრიშტიანოს 120 დღეზე მეტი უგოლო სერია - 2002-2003 წლებში. 

⚽ მას მერე, რაც კრიშტიანო იტალიაში გადავიდა, მასზე მეტი გოლი სერია A-ში არავის გაუტანია - 43.

⚽ კრიშტიანო 35 წლის ასაკში - სეზონის 23 მატჩში 22 გოლი და 3 საგოლე პასი.

ბოლონია 0:2 იუვენტუსი

გოლები: 0:1 რონალდო 23' (პენალტი), 0:2 დიბალა 36'

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, დე შილიო (66. დანილო) - ბენტანკური, პიანიჩი (71. რემზი), რაბიო (70. მატუიდი) - ბერნარდესკი, დიბალა (79. დუგლას კოშტა), რონალო


მილანმა სტუმრად დიდი ანგარიშით დაამარცხა ლეჩე - 4:1. ამ შეხვედრაში (0:1-ზე) VAR-მა ლეჩეს გოლი თამაშგარეს გამო გააუქმა. მილანი ქულებით ნაპოლის დაეწია. 

ლეჩე 1:4 მილანი

გოლები: 0:1 კასტილიეხო 26', 1:1 მანკოსუ 54' (პენალტი), 1:2 ბონავენტურა 55', 1:3 რებიჩი 57. 1:4 ლეაო 72'


ფიორენტინა შინ ბრეშას დაუზავდა, მასპინძლებმა მატჩი 10 კაცით დაამთავრეს, მეორე ტაიმში მსაჯმა მარტინ კასერესი გააძევა, მალევე მწვრთნელი ჯუზეპე იაკინიც მიაყოლა ექსიუვენტუსელს. 

ფიორენტინა 1:1 ბრეშა

გოლები: 0:1 ა. დონარუმა 17' (პენალტი), 1:1 პეცელა 29 

კომენტარები

ბოლო ამბები