Thumbnail

მეორე ტალღა - იქნება ბერძნულ-რომაული ჭიდაობა პარიზის ოლიმპიადაზე?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მედია: 2024 წლის ოლიმპიადის პროგრამიდან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას ამოიღებენ
  • UWW ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს

UWW-მ (ჭიდაობის გაერთიანებული ფედერაცია) სპეციალური განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ნამიკ ალიევის განცხადებაზე, რომლის თქმითაც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას 2024 წელს ოლიმპიური პროგრამიდან ამოიღებენ:

" UWW-ს პრეზიდეტნმა ლალოვიჩმა განაცხადა, რომ ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ყოველთვის იყო პარიზის ოლიმპიადის გეგმებში. გავრცელებული ცნობა არ შეეფერება სინამდვილეს. ეს არის ჟურნალისტის ბრალი, რომელმაც ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია მისცა, რადგან ოლიმპიურ მოძრაობას კარგად არ იცნობს." 

ოლიმპიური პროგრამიდან ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ამოღებაზე ადრეც იყო საუბარი. ჭიდაობის ამ სახეობას არასანახაობრიობაა. იმ შემთხვევაში, თუ ამ დისციპლინას მართლაც ამოიღებენ ოლიმპიური პროგრამიდან ყველაზე მეტად რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო დაზარალდება. 

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოჭიდავეებმა (ბერძნულ-რომაული) სულ 7 მედალი მოიპოვეს: მანუჩარ კვირკველია ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, რამაზ ნოზაძე და რევაზ ლაშხი - ვერცხლის მედალოსნები, ბრინჯაო მოიპოვეს მუხრან ვახტანგაძემ, მანუჩარ ცხადაიამ, შმაგი ბოლქვაძემ და აკაკი ჩაჩუამ. 

კომენტარები

ბოლო ამბები