Thumbnail

'სამარცხვინოები ხართ!' - ხაბიბის აგენტმა იცის, ვინ იქნებიან UFC 4-ის პოსტერზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ალი აბდელ-აზიზი აღშოთებულია, რომ ნურმაგომედოვს სხვები ამჯობინეს
  • არსებული ინფორმაციით, გარეკანზე ხორხე მასვიდალი იქნება, რომელსაც 13 მარცხი აქვს

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ვიდეოთამაშ UFC 4-ის გარეკანზე დაღესტნელი მებრძოლი არ იქნება. ოფიციალური პრეზენტაცია ჯერ არ ყოფილა, თუმცა, აბდელაზიზმა კულუარული ინფორმაცია მოიპოვა, რომელმაც ის ძალიან გაანაწყენა და გარეკანის საკუთი ვერსია შემოგვთავაზა ხაბიბის გამოსახულებითა და შემდეგი მინაწერით.

“სინამდვილეში UFC 4-ის ახალი პოსტერი ასე უნდა გამოიყურებოდეს: ამ ადამიანს არასდროს წაუგია. არადა, ვიცი, გარეკანზე ვინ იქნებიან. ერთი კარგია, მეორეს კი უკვე ათზე მეტი მარცხი აქვს. EA sports სასირცხვილოდ იქცევა”.

ვარაუდობენ, რომ ხაბიბის მენეჯერს მხედველობაში ხორხე მასვიდალი ჰყავდა. 35 წლის ამერიკელი მებრძოლი წლეულს საქმეში არ გვიხილავს, კარიერის განმავლობაში კი, უკვე 13 მარცხი გააჩნია. ექსპერტების აზრით, გარეკანზე შესაძლოა ვიხილოთ საშუალო დივიზიონის ჩემპიონი ისრაელ ადესანია და ერთბაშად 2 დივიზიონის გამარჯვებული ამანდა ნუნიესი.

UFC 4-ის პრეზენტაცია 11 ივლისს UFC 251-ზე შედგება, რომლის მთავარი მოვლენაც კამარუ უსმანისა და გილბერტ ბარნსის შერკინება იქნება. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს UFC 2-ის პოსტერზე კონორ მაკგრეგორი და რონდა რაუზი იყვნენ გამოსახულნი. ვთქვათ ისიც, რომ ნურმაგომედოვს MMA-ში 28 ორთაბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები