Thumbnail
  • ლა როშელი პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის.
  • ბრივის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება აჟენთან.
  • მონპელიეს ბრწყინვალე გამარჯვება კასტრთან.

TOP 14-ის 22-ე ტური ლექსო ყაულაშვილის ლა როშელისა და ლაშა ტაბიძის ბორდოს მატჩით გაიხსნა. შეხვედრაში არცერთ ქართველს მონაწილეობა არ მიუღია. ლა როშელმა მეტოქეს 31:20 მოუგო - ყაულაშვილის გუნდი ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებს. ბორდოს 43 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.

ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის სტად ფრანსემ ტულუზთან საკუთარ მოედანზე წააგო. ჟვანია შეხვედრაში 57-ე წუთზე ჩაერთო. ტულუზმა შეხვედრა 37:33 მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა. სტად ფრანსე რთულ მდგომარეობაშია, კლუბი გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

ბრივმა აუტსაიდერების დაპირისპირებაში იმარჯვა. სოსო ბეკოშვილის, კახა ასიეშვილისა და ვასილ ლობჟანიძის გუნდმა ვახტანგ ახობაძის, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის აჟენი დაამარცხა - 15:12. ბრივის მხრიდან ხუთივე ჯარიმა ჟერმეინ გაეტანმა გაიტანა. ბრივის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ასიეშვილი და ბეკოშვილი. ორივე მორაგბემ მოედანი 57-ე წუთზე დატოვა. აჟენის სასტარტო შემადგენლობაშ იყო თამაზ მჭედლიძე, ხოლო გიორგი თეთრაშვილი სათადარიგო სკამზე იჯდა. მჭედლიძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, თეთრაშვილი კი მინდორზე 57-ე წუთზე გამოჩნდა. ბრივი გასავარდნ ზონაშია, კლუბს 31 ქულა აქვს. ამ მოგებით აჟენთან სხვაობა 2-ქულამდე შემცირდა.

პომ ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის ოიონა დაამარცხა. ირაკლი მირცხულავა ძირითად შემადგენლობაში იყო. ქართველი მორაგბე 67-ე წუთზე შეცვალეს. პომ 33:12 მოიგო და 61 ქულით მეხუთე ადგილზე გადავიდა. ოიონა TOP 14-ში ბოლო ადგილს იკავებს.

კოტე მიქაუტაძის, მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის მონპელიემ კასტრს გადაურბინა. მასპინძლებმა შეხვედრა 45:7 მოიგეს. მონპელიეს 67 ქულა დაუგროვდა და TOP 14-ს ერთპიროვნულად ლიდერობს. მიხეილ ნარიაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. ნარიაშვილმა 72 წუთი ითამაშა და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში. 53-ე წუთზე შეხვედრაში მეორე ქართველიც ჩაერთო. დავით ქუბრიაშვილმა მონპელიეს რიგებში 27 წუთი ითამაშა.

C'est terminé à l'Altrad Stadium ! Le MHR s'impose avec le bonus offensif face au Castres Olympique Officiel sur le...

Posted by Montpellier Hérault Rugby page officielle on შაბათი, 24 მარტი, 2018

TOP 14-ის 22-ე ტურში კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ტულონი კლერმონს შეხვდება, ლიონი რასინგს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები