Thumbnail

ლა ლიგა | რეალმა სოსიედადი დაამარცხა, ვალენსიამ მესტალიაზე მოიგო [მიმოხილვები]

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ქარიმ ბენზემამ ისევ გაიტანა
  • ვალენსიამ გედეშის და როდრიგოს გოლებით მოიგო

მადრიდის რეალმა სეზონი ვალენსიასთან მადრიდში გამარჯვებით განაახლა, სადაც ზიდანის გუნდმა მეტოქეს - 3:0 მოუგო. დღეს კი მადრიდელებმა გასვლაზე რეალ სოსიედადი დაამარცხეს.

ვალენსიამ მესტალიაზე ოსასუნას - 2:0 სძლია, ხოლო ვიგო სელტამ საკუთარ მოედანზე ალავესი მიიღო და ბასკური კლუბი დიდი ანგარიშით - 6:0 გაანადგურა. 

სოსიედადი 1:2 რეალი

გოლები: 0:1 რამოსი (50/პენ), 0:2 ბენზემა (70), 1:2 მერინო (83)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, რამოსი (მილიტაო - 60), მარსელო (მენდი - 89) - კროოსი, კაზემირო, ვალვერდე (მოდრიჩ - 89) - ვინისიუსი, ბენზემა (მარიანო - 78), როდრიგესი (ასენსიო - 78).

ვალენსია 2:0 ოსასუნა

გოლები: 1:0 გედეში (12), 2:0 როდრიგო (35)

სელტა 6:0 ალავესი

გოლები: 1:0 მურილიო (14), 2:0 ასპასი (20 პენ.), 3:0 რაფინია (40), 4:0 რაფინია (41), 5:0 ნოლიტო (78 პენ.), 6:0 სანტი მინა (86)

კომენტარები

ბოლო ამბები