Thumbnail

პრემიერლიგა | ლივერპულის უღიმღამო დაბრუნება - ფრე დერბიში [მიმოხილვები]

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ნიუკასლმა შეფილდს დამაჯერებლად მოუგო
  • ჩელსის 3 ქულა ვეტერნმა ოლივიე ჟირუმ მოუტანა

პრემიერლიგის 30-ე ტურში ჩემპიონატის აღმოჩენა - შეფილდ იუნაიტედი, რომელიც მეექვსე ადგილზე იმყოფება, ყველასთვის მოულოდნელად ნიუკასლში - 3:0 დამარცხდა.

ხოლო ლამპარდის ჩელსიმ ასტონ ვილასთან მატჩი მეორე ტაიმში, 2 წუთში შემოატრიალა - ანგარიში პულიშიჩმა გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა.

ევერტონი 0:0 ლივერპული

ევერტონი (4-4-2): პიკფორდი - კოულმენი, ჰოლგეიტი, კინი, დინი - გორდონი (სიგურდსონი - 65), გომესი, დევისი, ივობი - კალვერტ-ლუინი, რიჩარლისონი.

ლივეპრული (4-3-3): ალისონი - ალექსანდრ-არნოლდი, ვან დაიკი, მატიპი (ლოვრენი - 73), მილნერი (გომესი - 43) - ფაბინიო, ჰენდერსონი, კეიტა (ვაინალდუმი - 65) - მინამინო (ოქსლეიდ-ჩემბერლენი - 45), მანე, ფირმინო (ორიგი - 65).

ლივერპულმა სეზონი გუდისონ პარკზე ევერტონთან ჩატარებული მერსისაიდული დერბით განაახლა და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

ასტონ ვილა 1:2 ჩელსი

გოლები: 1:0 ჰაუსი (43), 1:1 პულიშიჩი (60), 1:2 ჟირუ (62)

ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რუდიგერი, კრისტენსენი, ალონსო - კანტე, მაუნთი, კოვაჩიჩი (ბარკლი - 55) - ლოფტუს-ჩიკი (პულიშიჩი - 55), ვილიანი, ჟირუ (ჯეიმსი - 90).

ნიუკასლი 3:0 შეფილდ იუნაიტედი

გოლები: 1:0 სენ-მაქსიმინი (55), 2:0 რიჩი (69), 3:0 ჟოელინტონი (78)

 

კომენტარები

ბოლო ამბები