Thumbnail
  • ქართველმა ფეხბურთელმა ვროცლაველებს 2-ჯერ გაუტანა
  • მისი გუნდი პოლონეთის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა

პოლონეთის ეკსტრაკლასას 31 ტურში ერთპიროვნულმა ლიდერმა ლეგიამ ვროცლავის შლიონსკს უმასპინძლა და ვაკო გვილიას დუბლის წყალობით 2:0 სძლია. 26 წლის ქართველი ნახევარმცველი აშკარად საუკეთესო სეზონს ატარებს, რადგანაც ყველა ტურნირზე ერთად აღებული მისი მონაგარი უკვე 10 გოლი და 9 საგოლე პასია.

გვილია ტრადიციულად შემტევი ხაზის უკან ირჯებოდა და ფორვარდების ფუნქციაც იტვირთა. მან ანგარიში 35-ე წუთზე გახსნა, საბოლოო ანგარიში კი 54-ე წუთზე დააფიქსირა. ისიც სათქმელია, რომ ვაკომ შეუცვლელად ითამაშა.

ლეგიას პოლონეთის ჩემპიონობის საუკეთესო შანსი აქვს, რადგანაც 63 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს კონკურენტ პიასტ გლივიცეს უკვე 10 ქულით უსწრებს. გვილიას გუნდი მომდევნო მატჩს 24 ივნისს, სტუმრად, ბიალისტოკის იაგელონიასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები