Thumbnail

ტრაგედია ესპანეთში - ლას პალმასის ფეხბურთელი არხში დაიხრჩო

  • ხორხე სანჩეს ვაკას გარდა, დაიღუპა მისი 15 წლის მეგობარიც
  • ესპანურმა კლუბმა სპეციალური განცხადება გაავრცელა

ესპანური ლას პალმასი ფეხბურთელი ხორხე სანჩეს ვაკა ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გახდა. MARCA-ს ცნობით, 17 წლის მოთამაშე მეგობართან ერთად ორელიანას არხში ბანაობდა, როდესაც ნაპირზე გამოღწევა ვერ მოახერხა და დაიხრჩო. დაიღუპა მისი 15 წლის მეგობარიც.

“ეს, ჩვენი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღეა. სიტყვებიც კი არ გვყოფნის იმის აღსაწერად, რას განვიცდით. ხორხეს ოჯახსა და ახლობლებს თანაგრძნობას ვუცხადებთ. მშვიდად განისვენე” – ვკითხულობთ ესპანური გუნდის განცხადებაში.

ცნობისთვის, ლას პალმასი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ირიცხება და მიმდინარე სეზონში 34 ტურის თავზე 45 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. დღევანდელ ვარჯიშზე კლუბის ფეხბურთელებმა ხორხე სანჩეს ვაკას ხსოვნას პატივი მიაგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები