Thumbnail

ბეტისს ახალი მწვრთნელი ჰყავს – ძველს ბილბაოსთან მარცხი არ აპატიეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ხოან რუბი ალექსის ტრუხილიომ შეცვალა, რომელსაც გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს
  • ანდალუსიელებს 30 ტურის თავზე 34 ქულა აქვთ და ლა ლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფებიან

ესპანურმა ბეტისმა მთავარი მწვრთნელის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. ხოან რუბის გუნდიდან გაშვება ლა ლიგის 30-ე ტურში ბილბაოს ატლეტიკთან საგარეო მარცხის (0:1) შემდეგ გადაწყდა.

უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ანდალუსიელების თავკაცი ალექსის ტრუხილიო იქნება. ის ბეტისის ღირსებას 7 სეზონის განმავლობაში იცავდა და 264 მატჩი აქვს ჩატარებული.

საინტერესოა, რომ ტრუხილიო გუნდის დამრიგებელი უკვე იყო 2016-17 წლების სეზონის უკანასკნელ ორ შეხვედრაში, ბოლოს კი კლუბის სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა.

ლა ლიგის 30 ტურის თავზე ბეტისს ამდენივე ქულა გააჩნია და მე-14 ადგილზე იმყოფება. ანდალუსიელებს მომდევნო მატჩი 25 ივნისს ესპანიოლთან ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები