Thumbnail

დიდი პაუზის შემდეგ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი განახლდა. ქართველი კალათბურთელის, ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ მე-2 მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება იზეიმა. გრან კანარიამ ბურჯანაძის ყოფილ გუნდს ანდორას 16 ქულით, 104:88 მოუგო.

ბურჯანაძემ 16:36 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულას მოუყარა თავი. ბექამ 1-დან 1-ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 5 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატი ორ ჯგუფად დაიყო და ყველა თამაში ვალენსიაში იმართება მაყურებლის გარეშე. ბურჯანაძის გრან კანარია B ჯგუფში თამაშობს და მომდევნო ტურში სან პაბლო ბურგოსს ეთამაშება, რომელმაც მეორე ტურში მადრიდის რეალს მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები