Thumbnail

დიდი 10 - აიამ ბაგრატი გაანადგურა, ჯიქმა აკადემიას მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბაგრატი 5:45 აია - ქუთაისური დერბი დიდ 10-ში.
  • აია ისევ ლიდერია.
  • ჯიქი 17:14 აკადემია.
  • გორელები მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ.

შაბათს, დიდი 10-ის მე-16 ტურის მორიგი შეხვედრები გაიმართა. ბაგრატს უმაღლეს ლიგაში დარჩენის თეორიული შანსი დარჩა. ნომინალური მასპინძლები თანაქალაქელ აიასთან 40-ქულიანი სხვაობით განადგურდნენ. აიამ მეტოქეს შვიდი ლელო დაუდო. ზურაბ ძნელაძემ და თორნიკე მანაგაძემ ბაგრატს ორ-ორი ლელო დაუდეს. ტორაძემ, წივწივაძემ და არეშიძემ თითო ლელოთი გამოიჩინეს თავი. ერთადერთი ლელო ბაგრატის მხრიდან დავით ჩაუჩიძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ დავით ლოსაბერიძემ ხუთი გარდასახვის გატანა მოახერხა. აიამ 45:5 მოიგო - 60 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარს ლოკომოტივს ერთი ქულით უსწრებს.

დღის მეორე მატჩი გორში გაიმართა, სადაცა ჯიქმა აკადემიას დაძაბულ ბრძოლაში მოუგო. ბექა ბიწაძის ორივე ლელოს მამუკა ნინიძის ორი ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. ნინიძემ ჯარიმის გატანაც მოახერხა. აკადემიის მხრიდან ერთადერთი ლელო ბორჯღალოსანმა ანზორ სიჭინავამ დადო - დავით მოძღვრიშვილმა კი სამი ჯარიმის გატანა შეძლო. ჯიქმა შეხვედრა 17:14 მოიგო. გორელები მესამე ადგილს 53 ქულით იკავებენ. აკადემიამ ამ მარცხით საპლეიოფო ზონაში მოხვედრის შანსი დაკარგა.

მე-16 ტურში კიდევ ორი მატჩი გაიმართება: ხარები არმიას შეხვდება. ბათუმი ლელოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები