Thumbnail

'კვარაცხელია ევროპაში? შორს წავა და დიდ გუნდში ითამაშებს' - სიომინის პროგნოზი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყაზანის რუბინის ქართველმა ნახევარმცველი ურალთან მატჩის გმირი გახდა
  • კვარაცხელია მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა შეაქო
  • იური სიომინმა 19 წლის ქართველი ფეხბურთელის ნიჭსა და მომავალზე ისაუბრა

მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა მთავარმა მაწვრთნელმა იური სიომინმა კიდევ ერთხელ ისაუბრა თავისი ყოფილი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭსა და პერსპექტივაზე. გამოცდილმა რუსმა სპეციალისტმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში რუბინს სტუმრად ურალთან გაამარჯვებინა - 2:1.

სამთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა კვარაცხელიამ ურალთან ჯერ ეფექტური "მაკრატელა" დარტყმით გაიტანა, შემდეგ კი ბრწყინვალე სოლო-რეიდი საგოლე გადაცემით დაასრულა. 

შეგახსენებთ, რომ იური სიომინის ხელმძღვანელობით კვარაცხელია მოსკოვის ლოკმოტივში, 2018/19 წლების სეზონის მეორე ნახევარში, იჯარის წესით გამოდიოდა. სპეციალისტმა, რომელიც ხვიჩაზე დიდ იმედებს ამყარებდა, მისი რუბინში გაშვების გამო, ლოკომოტივის ხელმძღვანელობა არაერთხელ გააკრიტიკა.

სიომინს კვარაცხელიას ნიჭიერებას ყოველთვის აღნიშნავდა

"ხვიჩამ ურალის წინააღმდეგ მშვენივრად ითამაშა. ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მის ნიჭიერებაში ეჭვი არ მეპარებოდა. ის დიდი დანაკარგი იყო ლოკომოტივსთვის, როდესაც მას კონტრაქტი არ გაუფორმეს.

შეძლებს თუ არა ხვიჩა მომავალში ევროპაში თამაშს? მას კარგი მომავალი აქვს. ფეხბურთისადმი მისი სწორი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ის შორს წავა და დიდ გუნდში ითამაშებს", - უთხრა სიომინმა Sport24-ს.

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 20 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები