Thumbnail
  • გია ცეცაძეს ლვოვს უკავშირებენ
  • 45 წლის ქართველი სპეციალისტი გუნდის ელიტაში დატოვებას შეეცდება

უკრაინურლი Champion.com.ua-ს ცნობით, ლვოვს 45 წლის ქართველი სპეციალისტი გია ცეცაძე გაწვრთნის. ამჟამად უკრაინის პრემიერლიგის კლუბს სომეხი თავკაცი ეგიშე მელიქიანი ჰყავს.

ცეცაძე საქართველოში სამტრედიას, საბურთალოსა და 21-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა. 2016 წლის სეზონში ის სამტრედიის თავკაცის რანგში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ლვოვი უკრაინაში ქვედა ექვსეულში ბოლოსწინა პოზიციაზეა და მხოლოდ ლვოვის მეორე გუნდს, კარპატის უსწრებს. პრემიერლიგიდან მხოლოდ ერთი გუნდი ვარდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები