Thumbnail
  • The Ringer-მა NBA-ს ბოლო დეკადის TOP 5 გუნდი დაასახელა
  • სეზონი, როცა ზაზა შეუცვლელი სასტარტო იყო, ისტორიაში საუკეთესოა

The Ringer-მა NBA-ს ბოლო დეკადის top 5 გუნდი დაასახელა. პირველ ადგილზეა 2016/17 წლების სეზონის გოლდენ სტეიტი, რომლის ძირითადი ცენტრი ზაზა ფაჩულია იყო...

სტატიის ავტორი ზაკ კრამი თავიდანვე წერს: "არ ინერვიულოთ, ჩვენ შევზღუდეთ უორიორსი, რომ გუნდი მხოლოდ ერთხელ მოხვდეს ხუთეულში". 

მართლაც, გოლდენ სტეიტი ბოლო ათწლეულში სამჯერ გახდა ჩემპიონი 2015, 2017 და 2018 წლებში (აქედან ორჯერ ფაჩულიასთან ერთად). გუნდი 2016 და 2019 წლებში ფინალში გავიდა. 

გამოცემამ საუკეთესოდ 2016/17 წლების სეზონის უორიორსი დაასახელა, რომელმაც რეგულარულ სეზონში 67 მატჩი მოიგო და მხოლოდ 15 წააგო. პლეი ოფი კი გუნდმა 16-1 შედეგით დაასრულა. 

კევინ დურანტი გოლდენ სტეიტში პირველ სეზონს ატარებდა. დურანტი, სტეფ კარი და კლეი ტომპსონი საშუალოდ 22 ქულაზე მეტს აგროვებდნენ თამაშში. დრეიმონდ გრინიც ოლ სტარში მოხვდა. გუნდს სკამიდან ეხმარებოდა ანდრე იგუდალა. 

შემადგენლობა ისეთი ღრმა არ იყო წინა სეზონში, მაგრამ გუნდს ჰყავდა სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეებიც - ზაზა ფაჩულია, იან კლარკი და დევიდ ვესტი.

"გოლდენ სტეიტმა NBA-ს ისტორიაში ერთი გუნდის მიერ შესრულებული საუკეთესო სეზონი აჩვენა", - წერს ზაკ კრამი. 

NBA-ს ბოლო დეკადის საუკეთესო გუნდები. TOP 5

1. გოლდენ სტეიტი 2016/17 

2. მაიამი ჰიტი 2012/13

3. სან ანტონიო 2013/14

4. კლივლენდ კავალიერსი 2015/16

5. ჰიუსტონ როკიტსი 2017/18

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია სწორედ ამ სეზონის წინ გადავიდა გოლდენ სტეიტში, სადაც ორი სეზონი ითამაშა და ორივეში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2016/17 წლების სეზონში ზაზამ 70-დან 70-ვე მატჩი ძირითადში ითამაშა რეგულარულ სეზონში. ის საშუალოდ 6.1 ქულასა და 5.9 მოხსნას აკეთებდა მატჩში. 

კომენტარები

ბოლო ამბები