Thumbnail

'წადი, სხვა რამე აკეთე' - ჯოკოვიჩის მამამ ფედერერს კარიერის დასრულება ურჩია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა მისი შვილის როჯერ ფედერერთან კონკურენციას გამოეხმაურა. სრჯან ჯოკოვიჩის აზრით, შვეიცარიელი ჩოგბურთელი უბრალოდ იმ აზრს ვერ ეგუება, რომ მალე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვეღარ იქნება.

“ფედერერი დღემდე პლანეტის ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელთა შორის რჩება. ეს ფაქტია, რაც შედეგებით არის დამტკიცებული, თუმცა, დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. როგორ ფიქრობთ, რატომ თამაშობს ჩოგბურთს მაშინ, როდესაც 40 წლამდე აღარაფერი უკლია? წარმოგიდგენიათ, ამ ასაკში კორტზე დარბის, როდესაც  შეუძლია შინ წავიდეს და რაიმე უფრო საინტერესოთი დაკავდეს. მაგრამ რადგანაც ზურგში ნადალისა და ნოვაკის სუნთქვას გრძნობს, ვერ ეგუება, რომ ისინი უკეთესები გახდებიან. საკმარისია უკვე, წავიდეს და ბავშები აღზარდოს, თხილამურებზე დადგეს, სხვა რამით დაკავდეს. ჩემთვის ჩოგბურთი ცხოვრება სულაც არაა, ეს მხოლოდ ჩემი შვილის ჰობია. ნოვაკისთვისაც ჩოგბურთი დროებითი ამბავია და რაც არ უნდა აკეთოს კარიერის დასრულების შემდეგ, რაც 2-3 წელში მოხდება, ისევე წარმატებული იქნება, როგორც – ჩოგბურთში”.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, 38 წლის შვეიცარიელ ვარსკვლავს დიდი სლემის ეგიდით 20 ტურნირი აქვს მოგებული, სერბს კი – 17. ATP-ს მიმდინარე კლასიფიკაციაში ლიდერი სწორედ ჯოკოვიჩია, ხოლო ფედერერი მეოთხეა.

კომენტარები

ბოლო ამბები