Thumbnail

ქართველები მებრძოლთა კუნძულზე - UFC-მ ივლისის ტურნირების ქარდები გამოაქვეყნა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • UFC ივლისში ოთხი ტურნირის ჩატარებას აბუ დაბიში გეგმავს
  • ბრძოლებს რომან დოლიძე და ლიანა ჯოჯუაც გამართავენ

წელს ივლისში, UFC ტურნირების სერიის ჩატარებას აბუ დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" გეგმავს. პრომოუშენმა, რომელიც ორკვირიან პერიოდში 4 შოუს ორგანიზებას აპირებს, ტურნირების მონაწილეთა სიები გამოაქვეყნა.

აბუ დაბიში, სხვებთან ერთად, ორი ქართველი მებრძოლი გამოვა - რომან დოლიძე და ლიანა ჯოჯუა. თბილისის დროით 16 ივლისს შუა ღამისას, ლიანა ჯოჯუა რუმინელ დიანა ბელბიტას დაუპირისპირდება, ხოლო რომან დოლიძე UFC-ში სადებიუტო ბრძოლას თბილისის დროით 19 ივლისს გამართავს და მისი მეტოქე რუსი ხადი იბრაგიმოვი იქნება.

რომან დოლიძე UFC-ში დებიუტისთვის ემზადება

31 წლის რომან დოლიძის დებიუტი UFC-ში შარშან უნდა შემდგარიყო, მაგრამ დოპინგ-ტესტი ჩააგდო და 1-წლიან დისკვალიფიკაციას დათანხმდა. გაზაფხულზე გაირკვა, რომ მისი მეტოქე იბრაგიმოვი იქნებოდა, თუმცა თარიღი და ადგილი პანდემიის გამო, რამდენჯერმე შეიცვალა. იბრაგიმოვს UFC-ში ორი ბრძოლა აქვს გამართული და ორივეში დამარცხდა. ზოგადად, შერეულ ორთაბრძოლებში მისი სტატისტიკა 8 მოგება და 2 მარცხია. რუსი მებრძოლი M1-ის ყოფილი ჩემპიონია.

ლიანა ჯოჯუას, მეტსახელად "მგელს", UFC-ში დებიუტი შარშან ჰქონდა  - UFC 242-ის ეგიდით. ჯოჯუა სარა მორასთან მესამე რაუნდში დამარცხდა და მისი შედეგი ამ წაგების შემდეგ კარიერაში 7-3-ზე გახდა. რაც შეეხება მის ამჟამინდელ მეტოქეს, კარიერაში რუმინელის მიღწევა 13-5-ზეა (ერთი მარცხი UFC-ში). კარიერის დიდი ნაწილი მას რუმინულ RXF-ში აქვს გატარებული. 

ლიანა ჯოჯუა UFC-ში მეორე ბრძოლას გამართავს

11 ივლისი. UFC 251 

ძირითადი ქარდი
კამარუ უსმანი - გილბერტ ბიორნსი
ალეკსანდერ ვოლკანოვსკი - მაქს ჰოლოუეი
პიოტრ იანი - ჟოზე ალდუ
ჯესიკა ანდრადე - როუზ ნამაუნასი
პეიჯ ვანზანტი - ამანდა რიბასი

წინასაწარი ქარდი
ვოლქან ოზდემირი - ირჟი პროხაზკა
ელიზეუ ზალესკი დოს სანტოსი - მუსლიმ სალიხოვი
მაკვან ამირხანი - დენი ჰენრი
ლეონარდო სანტოსი - რომან ბოგატოვი
მარჩინ ტიბურა - ალეკსანდრ რომანოვი
რულიან პაივა - ჟალგას ჟუმაგულოვი
კაროლ როსა - ვანესა მელო
მარტინ დეი - დეივი გრანტი.

15 ივლისი 

ძირითადი ქარდი
კელვინ კატარი - დენ იგე
ფრენკი ედგარი - პედრო მუნიოსი
კალრა ესპარზა - მარინა როდრიგესი
აბდულ რაზაკ ალჰასანი - მუნირ ლაზეზი
ჯარედ გორდონი - კრის ფიშგოლდი

წინასწარი ქარდი 
მოდესტას ბუკაუსკასი - ვინისიუს მორეირა
მოლი მაკენი - ტალია სანტოსი
რიკარდო რამოსი - ლერონ მერფი
ჯონ ფილიპსი - დუშკო ტოდოროვიჩი
ტიმ ელიოტი - რაიან ბენუა
დიანა ბალბიტა - ლაინა ჯოჯუა

18 ივლისი

ძირითადი ქარდი
დევისონ ფიგეირედო - ჯოზეფ ბენავიდესი
ჯეკ ჰერმანსონი - კელვინ გასტელუმი
მარკ დიაკისე - რაფაელ ფიზიევი
არიან ლიპსკი - ლუანა კაროლინა
ალეშანდრე პანტოჟა - ასკარ ასაროვი

წინასწარი ქარდი
რომად დოლიძე - ხადის იბრაგიმოვი
გრან დოუსონი - ნედ ნარიმანი
ჯო დაფი - ჟოელ ალვარესი
ბრეტ ჯონსი - მონტელ ჯექსონი 
ტაგირ ულანბეკოვი - ალეკსანდრ დოსკალჩუკი
დეივი რამოსი - არმან ცარუკიანი
კარლოს ფელიპე - სერგეი სლივაკი.

25 ივლისი

ძირითადი ქარდი
რობერტ უიტაკერი - დარენ ტილი
მაურისიო რუა - ანტონიო როჟერიო ნოგეირა
ალეკს ოლივეირა - პეტერ სობოტა
ფაბრისიუ ვერდუმი - ალეკსანდერ გუსტაფსონი
დენი რობერტსი - ნიკოლას დალბი

წინასწარი ქარდი
ტომ ასპინალი - ჯეკ კოლერი
ჯასტინ ტაფა - რაფაელ პესოა
მოვსარ ევპოევი - მაიკ გრანდი
ბეტ კორეია - პენი კიანზადი
ნათანიელ ვუდი - უნარ ნურმაგომედოვი
რამზან ემეევი - შავკატ რახმონოვი.

კომენტარები

ბოლო ამბები