Thumbnail

ჰასელბაინკი: კანის ფერის გამო მწვრთნელები იჩაგრებიან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი მიიჩნევს, რომ ფერადკანიან მწვრთნელებს ნაკლებად ენდობიან
  • ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფორვარდის სამწვრთნელო კარიერა წარუმატებლად განვითარდა

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი ინგლისში აქვს გატარებული, მიიჩნევს, რომ ფერადკანიან მწვრთნელებს ნაკლებად ენდობიან და შესაბამისად, ისინი უთანასწორო მდგომარეობაში არიან…

“ვიცნობ რამდენიმე ფერადკანიან მწვრთნელს, რომლებმაც თავი დაანებეს ამ საქმეს, რადგან გული აუცრუვდათ. ისინი ფიქრობენ, რომ მათ არ ენდობიან და ამის ერთადერთი მიზეზი კანის ფერია. შედეგად, სხვა გზა აირჩიეს და მწვრთნელობას შეეშვნენ. იგივე ეხებათ მენეჯერებს. ევროპული კლუბების მენეჯმენტში ფერადკანიან ფუნქციონერებს პრაქტიკულად ვერ ნახავთ. გინდა დაარქვით ამას რასიზმი და გინდა არა, მაგრამ ფაქტია, რომ ფერადკანიანი მწვრთნელები იჩაგრებიან”. - განაცხადა ჰასელბენკმა.

ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაშობდა ლიდს იუნაიტედში, მადრიდის ატლეტიკოში, ლონდონის ჩელსიში, მიდლსბროში, ჩარლტონ ატლეტიკში და კარდიფ სიტიში. კარიერის პირველი წლები ჰოლანდიურ გუნდებში გაატარა. სამწვრთნელო კარიერა 2013 წელს დაიწყო, თუმცა წარუმატებლად განვითარდა. მისი სამწვრთნელო კარიერის მწვერვალი ქუინს პარკ რეინჯერსი იყო. 2018 წლის შემდეგ უმუშევარია.

კომენტარები

ბოლო ამბები