Thumbnail

ყატარი 2022 | უეფამ მუნდიალის საკვალიფიკაციო ფორმატი დაამტკიცა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

უეფამ ფინანსური Fair Play-ის კანონი ერთი წლით შეამსუბუქა. ამის მიზეზი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიაა, რის გამოც კლუბების აბსოლუტური უმრავლესობა ფინანსურად დაზარალდა, ზოგიც გაკოტრების საფრთხის წინაშეა...

ასევე, 18 ივნისს გამართულმა აღმასკომის სხდომამ დაადგინა, რომ კარგი იქნება თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ერთდროულად დასრულდება ევროპაში. უეფა წევრი ქვეყნების ასოციაციებს ურჩევს, რომ სატრანსფერო ფანჯარა 5 ოქტომბერს დახურონ, თუმცა ამას მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს. 

უეფამ ასევე დაამტკიცა 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ფორმატი. სად გაიმართება და როდის ამ ტურნირის წილისყრა, ჯერ უცნობია. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას 55 ქვეყანა მიიღებს, მათ შორის საქართველოც. გუნდები 10 ჯგუფში განაწილდებიან. 

ნაკრებები 6 კალათში მოხვდებიან, კალათებში გუნდები ფიფას რეიტინგის მიხედვით განთავსდებიან, რომელიც 18 ნოემბერს (ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ) გამოქვეყნდება. 

საკვალიფიკაციო ეტაპი 2021 წლის მარტიდან ნოემბრამდეა, პლეი ოფები 2022 წლის მარტში. მუნდიალის საგზურს 13 ნაკრები მიიღებს.

10 ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მუნდიალზე მოხვდება, 10 მეორეადგილოსანი კი პლეი ოფში. მათ ერთა ლიგის 2 საუკეთესო გუნდი დაემატება და ბოლო სამ საგზურს გაითამაშებენ. სრულად ინფორმაციის ნახვა PDF დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ უეფამ ძირითადი საკითხები 17 ივნისის სხდომაზე განიხილა, მიღებულ გადაწყვეტილებებს კი აქ ნახავთ: პასუხი ყველა კითხვაზე - უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებები ერთად.

კომენტარები

ბოლო ამბები