Thumbnail
  • ტიაგო სილვა თავისუფალი აგენტი ხდება
  • ბრაზილიელის დამატება მიკელ არტეტას სურს 

სეზონის დასრულების შედეგ, ტიაგო სილვა პარი სენ-ჟერმენს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ეს პარიზულმა კლუბმაც დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ ბრაზილიელს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებდა.

ტიაგო სილვა ლიგა 1-ის ჩემპიონ კლუბში 2012 წელს, მილანიდან გადავიდა და საფრანგეთში 8 წელი გაატარა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული ხანგრძლივი ურთიერთბა დასასრულისკენ მიდის.

35 წლის ცენტრალური მცველი ბევრ გუნდს სურს. მათ შორის არის ლონდონის არსენალი. ინგლისელები ტიაგოს, მიუხედავად მისი ასაკისა, დავიდ ლუისის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც სეზონის დასრულებისას ასევე თავისუფალი აგენტი ხდება და სავარაუდოდ ყოფილ გუნდს, ბენფიკას დაუბრუნდება.

მიკელ არტეტას გუნდს დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. ესპანელ სპეციალისტს სასწრაფოდ ესაჭიროება გამოცდილი მცველი, რომელიც უკანა ხაზში სიტუაციას გამოასწორებს. სწორედ ამიტომ, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას, არსენალის მთავარი სამიზნე მცველის დამატება იქნება.

თავად ტიაგოს კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს. სილვას სახელს მის ყოფილ გუნდს, ფლუმინენსეს უკავშირებდნენ, თუმცა ეს ხმები თავად ბრაზილიელმა უარყო და განაცხადა, რომ ევროპაში თამაში ურჩევნია.

"ყველამ იცის ჩემი სიყვარულის შესახებ, რომელიც ფლუმინენსეს მიმართ მაქვს, მაგრამ მე კიდევ მაქვს გარკვეული მიზნები ევროპაში", - განაცხადა ტიაგომ.

სილვას ევროპაში დარჩენა იმდენად სურს, რომ მზად არის, ხელფასიც კი დაიკლოს. ბრაზილიელის ამჟამიდნელი ანაზღაურება კვირაში 325 000 ფუნტია. უკვე ვეტერან ფეხბურთელს კი ამხელა თანხას არავინ გადაუხდის, სწორედ ამიტომ, სილვა დათმობაზე წასასვლელად მზადაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები