Thumbnail

ქვიზი: გვითხარი ვის მეტი აქვს გატანილი - კითხვები ჩემპიონატების მიხედვით

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გადახედე მოთამაშეებს და გამოიცანი ვის უფრო მეტი აქვს გატანილი
  • ფეხბურთელების შედეგებს ჩემპიონატების მიხედვით ვადარებთ

ბევრი თვლის, რომ ფეხბურთში ტაბლო და სტატისტიკა მთავარი არ არის, მაგრამ ამ მოსაზრებას, ამ ქვიზში მყოფი ხალხი დიდი ალბათობით არ იზიარებს. ბევრი ფეხბურთელის კარიერას რიცხვები არ ასახავს, ზოგის შემთხვევაში კი პირიქით, რიცხვები არის ის მთავარი მემკვიდრეობა, რომელიც მათ დატოვეს.

მაგალითად გერდ მიულერის მიერ გატანილი ასობით ერთნაირი გოლი ფანების დიდ ნაწილს შეიძლება არც ახსოვთ, მაგრამ მათ იციან, რომ ლეგენდარულმა გერმანელმა საკლუბო კარიერაში - 718 მატჩში - 656 გოლი გაიტანა, ხოლო 62 სანაკრებო თამაშში მეტოქის კარი 68 ჯერზე აიღო. ამით მიულერმა საბოლოოდ განსაზღვრა გერმანელი ფორვარდების მთავარი ღირებულება - შედეგიანობა!

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?
რაული
ლუის სუარესი
სწორია!
33 წლის ურუგვაელს (142) რაულის რეკორდამდე (228) ჯერ ბევრი უკლია.
არასწორია!
33 წლის ურუგვაელს (142) რაულის რეკორდამდე (228) ჯერ ბევრი უკლია.

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?
გაბრიელ ბატისტუტა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
სწორია!
იბრა (125) ახლო წარსულიდან, იტალიაში ბევრ დიდ ფორვარდს ჩამორჩება - შევჩენკოს (127), ვიერის (142), ინძაგის (156), ბატისტუტას (184) და ასე შემდეგ, ზევით აღარ წავალთ...
არასწორია!
იბრა (125) ახლო წარსულიდან, იტალიაში ბევრ დიდ ფორვარდს ჩამორჩება - შევჩენკოს (127), ვიერის (142), ინძაგის (156), ბატისტუტას (184) და ასე შემდეგ, ზევით აღარ წავალთ...

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?
ერიკ კანტონა
ფრენკ ლამპარდი
არასწორია!
ლამპარდი (177) პრემიერლიგის ყველა დროის ათეულში ერთადერთი ნახევარმცველია, რომლის კუდსაც ლეგენდარული ფრანგი (73) ვერც კი ხედავს.
სწორია!
ლამპარდი (177) პრემიერლიგის ყველა დროის ათეულში ერთადერთი ნახევარმცველია, რომლის კუდსაც ლეგენდარული ფრანგი (73) ვერც კი ხედავს.

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?
ჯოვანი ელბერი
რობერტ ლევანდოვსკი
არასწორია!
ბუნდესლიგის ოცეულში ორი ლეგიონერია - ლევა (233) და პიზარო (197). ჯოვანი ელბერი (133) 21-ეა.
სწორია!
ბუნდესლიგის ოცეულში ორი ლეგიონერია - ლევა (233) და პიზარო (197). ჯოვანი ელბერი (133) 21-ეა.

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?
ქარიმ ბენზემა
ფერენც პუშკაში
სწორია!
ბენზემა (162) შეიძლება რეალის უნგრელ ლეგენდას - ფერენც პუშკაშს (156) უსწრებს, მაგრამ არგენტინელ დი სტეფანომდე (227) ბევრი უკლია.
არასწორია!
ბენზემა (162) შეიძლება რეალის უნგრელ ლეგენდას - ფერენც პუშკაშს (156) უსწრებს, მაგრამ არგენტინელ დი სტეფანომდე (227) ბევრი უკლია.

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?
რობერტო ბაჯო
ფრანჩესკო ტოტი
არასწორია!
შეიძლება ტოტი (250) რობერტოს (205) უსწრებს, მაგრამ ბაჯო, რომელმაც კარიერის თითქმის ნახევარი ქრონიკული ტრავმით ითამაშა, საშუალოდ მაინც 0.5-ი გოლით მეტს იტანდა.
სწორია!
შეიძლება ტოტი (250) რობერტოს (205) უსწრებს, მაგრამ ბაჯო, რომელმაც კარიერის თითქმის ნახევარი ქრონიკული ტრავმით ითამაშა, საშუალოდ მაინც 0.5-ი გოლით მეტს იტანდა.

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?
უეინ რუნი
რობი ფაულერი
სწორია!
ლივერპულში ფაულერის უბნიდან - ტოქსტეტიდან, რუნის უბნამდე - კროქსტეტამდე, 15 წუთის გზაა. მათ შორის გოლებში სხვაობა კი ასე გამოიყურება - 208/163, რაც ჯამში ერთი რაიონისთვის ალბათ ცუდი არაა.

ანტუან გრიზმანი
დავიდ ვილია
არასწორია!
ამ ქვიზში ბევრს არ აქვს მეორე მოთამაშის დაწევის შანსი, აი 29 წლის გრიზმანს (142) კი ვილიას (185) გადასწრებისთვის კიდევ 2-3 სტაბილური სეზონი სჭირდება.
სწორია!
ამ ქვიზში ბევრს არ აქვს მეორე მოთამაშის დაწევის შანსი, აი 29 წლის გრიზმანს (142) კი ვილიას (185) გადასწრებისთვის კიდევ 2-3 სტაბილური სეზონი სჭირდება.

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?
მარკო როისი
მიროსლავ კლოზე
სწორია!
კლოზეს ნაკრებში როისზე 58 (!) გოლით მეტი აქვს გატანილი, მაგრამ საკლუბო დონეზე (121), ბუნდესლიგაში შეყრილი გოლებით, დორტმუნდელი (127) უსწრებს.
არასწორია!
კლოზეს ნაკრებში როისზე 58 (!) გოლით მეტი აქვს გატანილი, მაგრამ საკლუბო დონეზე (121), ბუნდესლიგაში შეყრილი გოლებით, დორტმუნდელი (127) უსწრებს.

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?

ვის უფრო მეტი აქვს გატანილი?
სერხიო აგუერო
ტიერი ანრი
სწორია!
აგუერომ (180) ბოლო სეზონების მანძილზე ფაულერები, ოუენები, შერინგემები და ლოკალური გმირები ჩამოიშორა, წელს კი იგივე ბედი წილად ტიერი ანრისაც (175) ხვდა. ალან შირერამდე (260) კი მაინც ძალიან შორია!

ფეხბურთი შენი საყვარელი სპორტი არ არის

ფეხბურთი შენი საყვარელი სპორტი არ არის

შირერის რეკორდამდე ცოტა დაგაკლდა

შირერის რეკორდამდე ცოტა დაგაკლდა

შირერი ხარ, ვერავინ ვერასოდეს დაგეწევა!

შირერი ხარ, ვერავინ ვერასოდეს დაგეწევა!

კომენტარები

ბოლო ამბები