Thumbnail

აუცილებლად მაყურებლით - როლან გაროსზე დასწრება შესაძლებელი იქნება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საფრანგეთის ღია პირველობის - "როლან გაროსი 2020"-ის ჩატარება მაყურებლების თანდასწრებით იგეგმება. ამის შესახებ ტურნირის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომელიც წელს პარიზში, გაზაფხულის ნაცვლად, შემოდგომით უნდა გაიმართოს.

"ტურნირი უმაყურებლოდ ჩატარება გამორიცხულია. ჯერჯერობით არ გვაქვს საბოლოო გადაწყვეტილება გულშემატკივართა რაოდენობის თაობაზე. ამას სახელისუფლებო ორგანოებთან შევათანხმებთ. ტოპასეულის 75 მოთამაშე ამჟამად ევროპაშია და დარწმუნებული ვარ, ისინი ტურნირზე კარგ ფორმაში წარსდგებიან", - განაცხადა საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის (FFT) პრეზიდენტმა ბერნარ ჯუდიჩელიმ.

რაფაელ ნადალი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია

ტრადიციულად, საფრანგეთის ღია პირველობა მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის დასაწყისში იმართება ხოლმე, წელს კი ის 18 მაისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტურნირი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

გადაწყვეტილია, რომ წლევანდელი ტურნირი 21 სექტემბრიდან-11 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება (თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდება). პირველი ხუთი დღე საკვალიფიკაციო რაუნდებს დაეთმობა, ძირითადი ბადის შეხვედრები კი 27 სექტემბრიდან დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები