Thumbnail
  • ჰოლანდია 0:1 ინგლისი

ჰოლანდიის ნაკრებში ახლად დანიშნულმა რონალდ კუმანმა, თავის პირველ სანაკრებო მატჩში ინგლისის ნაკრებს ამსტერდამ არენაზე უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ინგლისელემბა ტრადიციას არც ეხლა უღალატეს და ამსტერდამში ისევ მოიგეს.

ინგლისელებმა ბოლოს გოლი 2017 წლის სექტემბერში, სოვაკეთის წინააღდეგ თამაშისას გაუშვეს - 537 წუთია კარს მშრალად ინახავენ.

ლომებს ჰოლანდიასთან გასვლაზე ჩატარებული 7 თამაშიდან, მხოლოდ 1 აქვთ წაგებული, ისიც როტერდამში 1993 წელს. მაშინ ბერგკამპის გუნდთან დამარცხებული გრემ ტეილორის ნაკრები ამერიკის მუნდიალზე ვერ მოხვდა.

ინგლისის ნაკრები ამსტერდამში 
რაშფორდი, უოკერი, პიკფორდი, სტოუნსი, გომესი, ლინგარდი
სტერლინგი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჰენდერსონი, როუზი, ტრიპიე

წარმატებული აღმოჩნდა გარეტ საუთგეიტის ექსპერიმენტები, როგორც ჩანს ინგლისელმა საკუთარ გზას - ფორმაში მყოფი მოთამაშეების სასტარტოში დაყენებას გადაუხვია და დენი როუზს მარცხენა ფლაგნი ჩააბარა. ასევე, დაცვის ცენტრში გამოცადა სიტის მარჯვენა მცველი კაილ უოკერი.

ინგლისის მიერ გასვლაზე გატანილი ბოლო 15 გოლიდან - 13 ლომებმა მეორე ტაიმში გაიტანეს

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მანჩესტერ იუნაიტედის შემტევმა - ჯესი ლინგარდმა საჯარიმოს გარედან შორეული დარტყმით გაიტანა. მატჩამდე, ბოლო 2 დღის მანძილზე, სამართალდამცავებმა 100-მდე ინგლისელი ფანი დააკავეს, თუმცა სტადიონზე მისული ინგლისელები შიგნით კარგად იქცეოდნენ.

ერთადერთი ვინც სტადიონზე კარგად არ იქეოდა, ეს რონალდ კუმანის ჰოლანდია იყო, რომელმაც მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა და თავის ცუდ ფორმას კიდევ ერთი მატჩი დაუმატა.

გარეტ საუთგეიტი
"ჯორდან პიკფორდის თამაში მომეწონა, კარგი მეკარე გვყავს. ასევე, ვფიქრობ რომ ექსპერიმენტებმა გაამართლა და ასევე ვფიქრობ, რომ ვიდეო მსაჯის არსებობის შემთხვევაში მინიმუმ 1 პენალტს მოგვცემდა მსაჯი."

კომენტარები

ბოლო ამბები