Thumbnail

მოსკოვში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა დასრულდა. 32 გუნდი 8 ჯგუფში გადანაწილდა. მუნდიალი 14 ივნისს რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრები გუნდების მატჩით გაიხსნება. მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტოპ-მატჩი პორტუგალიისა და ესპანეთის დაპირისპირება იქნება, რომელიც 15 ივნისს გაიმართება.

სიკვდილის ჯგუფს ვერცერთს ვუწოდებთ - მეტ-ნაკლებად რთული ჯგუფია D, სადაც არგენტინის ნაკრები ხორვატიასთან, ისლანდიასთან და ნიგერიასთან ერთად ითამაშებს. ესპანეთი და პორტუგალია ერთ ჯგუფში მოხვდნენ, მაგრამ მათი მეტოქეები მაროკოს და ირანის ნაკრები გუნდები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამას სიკვდილის ჯგუფად ვერ შევრაცხავთ.

რომელ ქალაქებში ჩატარდება მუნდიალი?

მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: მოსკოვი, ეკატერინბურგი, კალინინგრადი, ყაზანი, ნიჟნი ნოვგოროდი, როსტოვი, სამარა, სარანსკი, სოჭი, სანკტ პეტერბურგი, ვოლგოგრადი.

მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩი 14 ივნისს, მოსკოვში, “ლუჟნიკებზე” გაიმართება.

საინტერესოა, რომ ესპანეთი მეორე კალათში იყო, რაც საქართველოს ნაკრების დამსახურებაცაა.

მუნდიალის წილისყრის წინ ირანელმა ფანებმა საღამოს წამყვან მარია კომანდნაიას განსაკუთრებული თხოვნით მიმართეს.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მიიჩნევს, რომ ეს მუნდიალი შესაძლოა ისტორიული გამოდგეს.

გუნდების გზა მსოფლიოს ჩემპიონატამდე

კომენტარები

ბოლო ამბები