Thumbnail

გამარჯვება პენალტების სერიაში - გატუზოს პირველი, ნაპოლის მე-6 კოპა [მიმოხილვა]

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

რომში, იტალიის თასის ფინალში ჯენარო გატუზოს ნაპოლიმ პენალტების სერიაში დაამარცხა იუვენტუსი (4:2) და კოპას დაეუფლა...

მატჩის ძირითად დროში გოლები არ გასულა და პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, ნეაპოლელებმა ოთხივე პენალტი გაიტანეს, ტურინელებთაგან კი დიბალამ და დანილომ ვერ გამოიყენეს პენალტი - 4:2 სერიაში ნაპოლის სასარგებლოდ. გადამწყვეტი არკადიუშ მილიკის პენალტი გამოდგა, მეხუთე პენალტების დარტყმა საჭირო აღარ იყო.

საინტერესო ფაქტები

⚽ ჯენარო გატუზომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.

⚽ ნაპოლიმ 2014 წლის შემდეგ პირველი სერიოზული ტიტული მოიპოვა. კლუბმა კოპა ისტორიაში მეექვსედ დაისაკუთრა.

⚽ კრიშტიანო რონალდომ კარიერაში პირველად წააგო ორი ფინალი ზედიზედ.

⚽ კოპას ბედი ფინალში 2009 წლის შემდეგ პირველად გადაწყდა პენალტების სერიაში.

ნაპოლი 0:0 (პენალტების სერია 4:2) იუვენტუსი

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, მასკიმოვიჩი, კულიბალი, რუი (81. ჰიუსაი) - რუისი (80. ალანი), დემე, ზიელინსკი (88. ელმასი) - კალეხონი (66. პოლიტანო), მერტენსი (67. მილიკი), ინსინიე

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - კუადრადო (85. რემზი), ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი (74. ბერნარდესკი), მატუიდი - დიბალა, რონალდო, დუგლას კოშტა (65. დანილო)

პენალტების სერია

ინსინიე ✔
პოლიტანო ✔
მაკსიმოვიჩი ✔
მილიკი ✔

დიბალა ❌
დანილო ❌
ბონუჩი ✔
რემზი ✔

კომენტარები

ბოლო ამბები