Thumbnail
  • იბეროსტარ ტენერიფე 70:83 უნიკახა
  • გიორგი შერმადინის 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი

17 ივნისს დიდი პაუზის შემდეგ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი განახლდა. ქართველი ცენტრის, გიორგი შერმადინის ტენერიფე უნიკახას შეხვდა და 13 ქულით დამარცხდა - 70:83.

შერმადინმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 18:46 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულას, 6 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. გიორგიმ ორქულიანები ძალიან ცუდად ისროლა. ქართველმა 9-დან 2-ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 6 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატი ორ ჯგუფად დაიყო და ყველა თამაში ვალენსიაში იმართება მაყურებლის გარეშე. შერმადინის ტენერიფე A ჯგუფში თამაშობს და მომდევნო ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიას ხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები