Thumbnail

ATP-მ სეზონის განახლება დაგეგმა - პაუზა ვაშინგტონის ტურნირით სრულდება

  • მარტში შეწყვეტილი საჩოგბურთო სეზონი 14 აგვისტოს განახლდება
  • აგვისტოს ბოლოს US Open დაიწყება, სექტემბრის ბოლოს - როლან გაროსი 

პროფესიონალ ვაჟ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP), WTA-სთან, ITF-სთან, USTA-სა და FFT-სთან ერთად, საჩოგბურთო სეზონის განახლების თარიღი დაადგინა, რომელიც მარტში კორონავირუსიის პანდემიის გამო შეწყდა. 

როგორც ორგანიზაციის ტვიტერი იუწყება, პაუზის შემდეგ პირველი ტურნირი, 14 აგვისტოს, ვაშინგტონში ჩატარდება.

ATP-ის კალენდარი აგვისტო-სექტემბერში

ვაშინგტონი (აშშ) - სტარტი 14 აგვისტოს
ცინცინატი (აშშ) - სტარტი 22 აგვისტოს
აშშ-ის ღია პირველობა - სტარტი 31 აგვისტოს
კიცბიუელი (ავსტრია) - სტარტი 8 სექტემბერს
მადრიდი (ავსტრია) - სტრტი 13 სექტემბერს
რომი (იტალია) - სტარტი 20 სექტემბერს
საფრანგეთის ღია პირველობა - სტარტი 27 სექტემბერს

ATP-ში აცხადებენ, რომ კალენდარი შესაძლოა შეიცვალოს, თუკი კონკრეტულ რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება ტურნირის ჩატარებას შეუძლებელს გახდის. ყველა ტურნირი უმაყურებლოდ გაიმართება.

ჯერჯერობით კი ჩოგბურთელები ფორმის შენარჩუნებას სხვადასხვა საგამოფენო ტურნირებში ცდილობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები