Thumbnail

ვიტესის ერთგული - გურამ კაშია ყოფილ კლუბს მხარში დაუდგა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არნემელთა ყოფილმა კაპიტანმა კლუბის სეზონური აბონემენტი შეიძინა
  • 32 წლის ქართველ მცველს ნიდერლანდებში სიყვარულით იხსენებენ 

საქართველოს ნაკრებისა და სან ხოსეს მცველმა გურამ კაშიამ არნემის ვიტესის სეზონური აბონემენტი შეიძინა და ამით ერთგვარად დაეხმარა თავის ყოფილ კლუბს, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის გამო, ფინანსურად არ ულხინს. აბონემენტით ვიტესის ის გულშემატკივრები ისარგებლებენ, რომლებსაც ბილეთების შეძენა უჭირთ, ასევე - მედიცინის სფეროს წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია არნემის ვიტესის ღირსებას 2010-18 წლებში იცავდა და ამ გუნდის კაპიტანიც იყო, მასთან ერთად კი ნიდერლანდების თასს დაეუფლა. ქართველი ფეხბურთელი 2018 წლის ზაფხულში MLS-ის სან ხოსეში გადავიდა, სადაც ვაკო ყაზაიშვილთან ერთად აქამდე გამოდის.

ვიტესის ფანები გურამს დღემდე სიყვარულით იხსენებენ, რაც კომენტარებიდანაც ჩანს. "მოვიდა შინ დაბრუნების დრო", - წერს კლუბის ერთ-ერთი ქომაგი.

ვიტესის ფანები კაშიას ბანერით

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების 2019/20 წლების ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ნაადრევად, ისე დასრულდა, რომ ჩემპიონი არ გამოცხადებულა. არნემის ვიტესმა ერედივიზიე მე-7 ადგილზე დაასრულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები