Thumbnail

მას შემდეგ, რაც უეფა-მ ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩების ახალი თარიღები დაადგინა, ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად ის აინტერესებს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩებზე დასწრების საშუალება იქნება თუ – არა. ამ კითხვაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასეთი პასუხი აქვს:

“მაყურებლის დასწრების საკითხი შეხვედრამდე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად შემოდგომაზე გადაწყდება. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და მაყურებელი მატჩზე დასწრებას შეძლებს“.

შეგახსენებთ, რომ უეფას აღმასკომის სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში ბელარუსს 8 ოქტომბერს მიიღებს, წარმატების შემთხვევაში კი, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს 12 ნოემბერს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ის პლეი ოფში ჯერ კიდევ 26-31 მარტს უნდა ეთამაშა, თუმცა, მატჩები მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო გადაიდო.

კომენტარები

ბოლო ამბები