Thumbnail

ევროტურნირების 2019/20 წლების სეზონი - უეფას აღმასკომმა გადაწყვიტა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფას აღმასკომი ტურნირებთან დაკავშირებით ვიდეოკონფერენციას მართავს
  • ევროტურნირების სეზონის დარჩენილ ნაწილზე გადაწყვეტილება მიღებულია

უეფა აღმასკომის სხდომაზე, რომელიც 17-18 ივნისს, ვიდეოკონფერენციის ფორმატით ტარდება, 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიიღეს. 

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა 12-23 აგვისტოს "ფინალური რვის" ფორმატში, ლისაბონში დასრულდება. დაპირისპირებები ერთმატჩიანი იქნება. თამაშები ლისაბონის ორ სტადიონზე გაიმართება უმაყურებლოდ, ფინალს "და ლუჟი" უმასპინძლებს. 

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო წლის საკვალიფიკაციო ტურნირზე დაპირისპირები ორმატჩიანის ნაცვლად, ერთმატჩიანი იქნება. 

ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ამჟამად რვიდან ოთხი ¼-ფინალისტის ვინაობაა ცნობილი. ესენია: ფრანგული პსჟ, იტალიური ატალანტა, ესპანური ატლეტიკო და გერმანული ლაიპციგი. ⅛-ფინალის კიდევ ოთხ წყვილში მხოლოდ პირველი მატჩებია ჩატარებული. ლიონმა შინ იუვენტუსი დაამარცხა (1:0), ნაპოლიმ თავის მოედანზე ფრედ ბარსელონასთან ითამაშა (1:1), რეალმა შინ მანჩესტერ სიტისთან წააგო (1:2), ხოლო ბაიერნმა სტუმრად ჩელსის სძლია (3:0). ამ ეტაპის მატჩები 7-8 აგვისტოს გაიმართება, ან დაგეგმილ სტადიონზე ან პორტუგალიაში.

ევროპალიგა

ევროპალიგაში პაუზა პრაქტიკულად, ⅛-ფინალურ სტადიაზე, პირველი მატჩების შემდეგ გამოცხადდა. ერთმანეთში თამაში მხოლოდ ინტერმა და ხეტაფემ ვერ მოასწრეს.

ტურნირი 10-21 აგვისტოს დასრულდება, 1/8 ფინალის დარჩენილ მატჩებს კი 5-6 აგვისტოს ითამაშებენ. ფინალური ტურნირი ოთხ გერმანულ ქალაქში გაიმართება: კიოლნში (ფინალი), დიუსელდორფში, დუისბურგსა და გელზენკირხენში. 

უეფას სუპერთასი

2020 წლის უეფას სუპერთასისთვის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის გამარჯვებულები შეხვდებიან, 21 სექტემბერს, ბუდაპეშტში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები