Thumbnail

დანა უაითის TOP-4 – სია, სადაც ქალიც მოხვდა, ბევრ კითხვას ბადებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • UFC-ს პრეზიდენტმა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა
  • მის რჩეულთა შორის ხაბიბ ნურმაგომედოვი და კონორ მაკგრეგორი არ არიან

UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა მისი აზრით ისტორიაში 4 საუკეთესო მებრძოლი ჩამოთვალა, რომელშიც მსუბუქ წონაში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი და მისი დიდი ხნის მეტოქე – ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი კონორ მაკგრეგორი ვერ მოხვდნენ.

“თუკი საუკეთესო ოთხეულზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში როის გრეისი უნდა ვახსენო. გასული საუკუნის 90 წლიან წლებში მას ბადალი არ ჰყავდა და მისი სათავეში დაყენება ეჭვს არ უნდა იწვევდეს. აუცილებლად უნდა ვახსენო ამანდა ნუნიესიც. ის ისტორიაში საუკეთესო ქალი მებრძოლია. კიდევ ორის დასახელება რთულია. და მაინც, ჯონ ჯონსს ვარჩევ, რომელსაც კარიერის განმავლობაში არცერთხელ წაუგია. მე-4 ადგილს ჩაკ ლიდელს მივანიჭებდი. თავის დროს ის ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო, თუმცა, როდესაც ლიდელსა და ფორესტ გრიფინს შორის არჩევ, ეს იგივეა, უბრალოდ მონეტა ააგდო”.

კომენტარები

ბოლო ამბები