Thumbnail
  • ივან რაკიტიჩმა ანსუ ფატი შეაქო
  • 17 წლის ფეხბურთელი კარგ ფორმაშია

ლა ლიგის 29-ე ტურში ბარსელონამ ლევანტე 2:0 დაამარცხა. შეხვედრის 42-ე წუთზე პირველი გოლი 17 წლის ანსუ ფატიმ გაიტანა. ახალგაზრდა მოთამაშე პროგრესს განაგრძობს და გულშემატკივრის გაოცებას არ წყვეტს.

ანსუ ფატის შესახებ მისმა თანაგუნდელმა ივან რაკიტიჩმა ისაუბრა. ხორვატმა ფეხბურთელმა ამომავალი ვარსკვლავი შეაქო. ნახევარმცველი მოხარულია, რომ ანსუ ასე კარგად თამაშობს და ფიქრობს, რომ ფატი კატალონიური კლუბისთვის კარგ საქმეს ასრულებს.

"ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო. ის მართლაც შთამბეჭდავად მოქმედებს. მან მოთმინება უნდა გამოიჩინოს და სასურველ შედეგს მიაღწევს", - განაცხადა ხორვატმა.

ანსუ ფატიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 5 გატანილი გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ბარსელონაში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები