Thumbnail
  • ბასკონიამ ბარსელონას სტუმრად მოუგო - 86:73.
  • თორნიკე შენგელიამ 21 წუთში 12 ქულა ჩააგდო.

ევროლიგის 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ სტუმრად ბარსელონა დაამარცხა - 86:73, ეს ბასკური კლუბის ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იყო ევროლიგაზე. 

ახლა ბასკონიას 15 მოგება აქვს და მე-8 ადგილზეა, ქართველის გუნდი მაკაბის 2 მოგებით უსწრებს. 

ბასკონიამ კარგად გამოიყენა ანტე ტომიჩის არყოფნა და ბარსას ფარქვეშ ბრძოლა მოუგო. პირველი სამი მეოთხედი თითქმის თანაბარი იყო, თუმცა ბოლოში ბასკებმა მეტოქეს ერთი მონაკვეთი 14:0 მოუგეს და მატჩის ბედიც იქ გადაწყდა. 

ქართველი კაპიტანი სასტარტოში არ ყოფილა, მან 21:06 წუთი ითამაშა და 12 ქულა ჩააგდო. მან 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამიანი კი არ უსვრია. შენგელიას ანგარიშზეა აგრეთვე 4 მოხსნა და 3 პასი. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18 იყო. ძალიან კარგად ითამაშეს ვენსან პოარიემ (15 ქულა, 8 მოხსნა), იოჰანეს ვოიტმანმა (17 ქულა, 7 მოხსნა) და იანის ტიმამ (10 ქულა, 5 მოხსნა, 4-4 პასი და ჩაჭრა).

29 მარტს ბასკონია მაკაბის მასპინძლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები