Thumbnail
  • სამშაბათს ლა ლიგის 29-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა
  • ბარსელონამ აუტსაიდერი დაამარცხა

16 ივნისს ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა, რომელთა შორის მთავარი "კამპ ნოუზე" გამართული დაპირისპირება იყო...

ბარსელონა აუტსაიდერ ლეგანესთან 42-ე წუთზე ეფექტური გოლით დააწინაურა 17 წლის ანსუ ფატიმ, ვისთვისაც ეს უკვე მეხუთე გოლია ლა ლიგაში.

მეორე ტაიმში გრიზმანის გოლი მცირე თამაშგარეს გამო გაუქმდა, თუმცა მალევე ლეო მესიმ პენალტი მოიპოვა და თავადვე გაიტანა. ეს არგენტინელი ფორვარდის 699-ე გოლი იყო კარიერაში.

ბარსელონა 2:0 ლეგანესი

გოლები: 1:0 ფატი 42', 2:0 მესი 67' (პენ)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო (54. სემედუ), პიკე (73. უმტიტი), ლონგლე, ფირპო - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (63. არტურო ვიდალი), არტური (73. პუჩი) - მესი, გრიზმანი, ფატი (54. ლუის სუარესი)


სეზონი ცუდად განაახლა ხეტაფემ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, გუნდმა შინ ვერ მოუგო აუტსაიდერ ესპანიოლს, რომელიც მე-16 წუთიდან 10 კაცით თამაშობდა, უხეშობისთვის ბერნარდო გააძევეს.

ხეტაფე 0:0 ესპანიოლი

გაძევება: ბერნარდო 16' (ესპანიოლი)

სამაგიეროდ, გამოცოცხლდა ვილიარეალი. ვალენსიელებმა მალიორკა კარლოს ბაკას გოლით დაამარცხეს. 

ვილიარეალი 1:0 მალიორკა

გოლი: ბაკა 16'

კომენტარები

ბოლო ამბები