Thumbnail
  • Bleacher Report: NBA-ს 6 ყველაზე 'ცუდი' კონტრაქტი
  • ტრეიდი, რომელიც გოგა ბითაძის კარიერას შეცვლის

Bleacher Report გვთავაზობს, როგორ მოგვარდეს NBA-ს 6 ყველაზე "ცუდი" კონტრაქტი გაცვლების საშუალებით. ერთ-ერთი თუ განხორციელდება, გოგა ბითაძის როლი ინდიანაში მალე გაიზრდება...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

შეცდომების გარეშე სპორტი არ არსებობს და კლუბის ხელმძღვანელებიც უშვებენ მათ, როცა მოთამაშეებს არჩევენ და მათ კონტრაქტებს უდებენ. Bleacher Report-მა მათგან ექვსი, მეგა-მილიონიანი კონტრაქტი გამოყო, რომელიც სათანადოდ "არ მუშაობს". პირველი სიაში გოლდენ სტეიტის ენდრიუ უიგინსია:

"უიგინსი ლიგის ისტორიაში მე-9 ადგილზეა ქულებით 24 წლამდე ასაკის კალათბურთელებს შორის, მაგრამ ის მხოლოდ 337-ეა იმავე ასაკის მოთამაშეებში მოგებების რაოდენობით. უიგინსისთვის კარგი სტატისტიკა კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ ეს არ აისახება გუნდის შედეგზე. 

მიუხედავად იმისა, რომ უორიორსში აცხადებენ, რომ კმაყოფილები არიან, როგორ ვითარდება მისი კარიერა, გოლდენ სტეიტისთვისაც კი ძნელი "გადასახარშია" უიგინსის $94.6-მილიონიანი კონტრაქტი მომდევნო სამ სეზონში. 

მაგრამ ეს პრობლემა შესაძლოა, ხსნად იქცეს, თუკი ინდიანა პეისერსი საბალოოდ გადაწყვეტს, გუნდის შემადგენლობაში დისბალანსი გამოასწოროს. თუ ეს გამოვიდა - უორიორსსა და პეისერსს შორის ბლოკბასტერული ტრეიდი გაიჩარხება. 

მაილს ტერნერი გოლდენ სტეიტში შესანიშნავი იქნება, კალიფორნიელებს აუცილებლად ესაჭიროებათ ფარის უკეთესი დამცველი. ტერნერი საშუალოდ 2.1 ბლოკსა და 0.8 სამქულიანს ითვლის თამაშში. 

ასეთი მოთამაშის შენარჩუნება ყველა კლუბს სურს, მაგრამ პეისერსს ამის საჭიროება აღარ აქვს, რაც გუნდმა ფსონი სხვებზე გააკეთა - დომანტას საბონისსა და 2019 წლის დრაფტის პირველ წრეში აყვანილ გოგა ბითაძეზე", - წერს Bleacher Report.

ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ინდიანასთვის სამი კარგი ცენტრი შემადგენლობაში მეტისმეტი ფუფუნებაა

სავარაუდო ტრეიდი

ინიდიანა მიიღებს: ენდრიუ ვიგინსი, ერიკ პასკალი, ჯორდან პული, 2021 წლის დრაფტის მოთამაშე მეორე წრიდან.

გოლდენ სტეიტი მიიღებს: მაილს ტერნერი, ტი ჯეი უორენი. 

კანადელი უიგინსი მცირე ფორვარდია, ერიკ პასკალს მცირე ფორვარდადაც შეუძლია თამაში და მე-4 ნომრადაც. ჯორდან პული კი მსროლელია. ასე რომ, გოგას გუნდში უშუალო კონკურენტი არ მოემატება, ტერნერის წასვლით კი სათამაშო დრო მოემატება.  

შეგახსენებთ, რომ NBA-ს შეწყვეტილი სეზონი გოგა ბითაძისთვის პირველია ამერიკულ კარიერაში. ის საშუალოდ 8.4 წუთს თამაშობს და ამ დროში საშუალოდ  3.1 ქულას, 2.0 მოხსნასა და 0.6 დაფარებას ითვლის. გოლდენ სტეიტში ბიზნეს და საკალათბურთო საქმეების კონსულტანტად უორიორსის ყოფილი ცენტრი ზაზა ფაჩულია მუშაობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები