Thumbnail
  • ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაზე კოსოვოშიც ოცნებობენ
  • კოსოვო საქართველოს ეროვნული ნაკრების პოტენციური მეტოქეა
  • კოსოვოს ნაკრებზე ადგილობრივი გუნდის მწვრთნელმა ისაუბრა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოსახვედრად პლეი ოფის წარმატებით გავლა სჭირდება, რომელიც ჯერ კიდევ მარტში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, შემოდგომისთვის გადაიდო.

ვლადიმირ ვაისის გუნდის მეტოქე ½-ფინალში ბელარუსია, წარმატების შემთხვევაში კი, ჩვენი ნაკრები უკვე ფინალში, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.

ბუნებრივია, პლეი ოფს კოსოვოშიც განსაკუთრებულად ელოდებიან. კოსოვოს სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერის, პრიშტინას მწვრთნელმა არმენდ დალკუმ, რომელიც თავის დროზე ალბანეთის ნაკრების ღირსებას იცავდა, მომავალ პლეი ოფსა და იქ კოსოვოს შანსებზე ისაუბრა.

ევროზე მოხვედრა კოსოვოს ნაკრების გულშემატკივარსაც სურს

"მთელი კოსოვო ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ოცნებით ცხოვრობს, თუმცა ძალიან უნდა მოვინდომოთ. ჯერ მაკედონიას უნდა ვაჯობოთ, შემდეგ - ბელარუსს ან საქართველოს. კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც აქვს პროგრესი. 

რა თქმა უნდა, ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ კარანტინთან დაკავშირებული სიტუაცია შესაძლოა ჩვენს ნაკრებს წაადგეს. საქმე ისაა, რომ მარტში, ტრავმების გამო ნამდვილად ვერ ითამაშებდა ჩვენი ოთხი წამყვანი მოთამაშე, ახლა კი მათთან ერთად შანსი გაგვეზრდება", - ამბობს არმენდ დალკუ.

ვაისმა საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი გააგრძელა

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ჩატარების თარიღებთან დაკავშირებით, უეფამ გადაწყვეტილება 17 ივნისს დაგეგმილ აღმასკომზე უნდა მიიღოს.

კომენტარები

ბოლო ამბები