Thumbnail
  • ფილიპე კოუტინიომ ლივერპული 2018 წლის ზამთარში დატოვა
  • ინგლისიდან წასვლის შემდეგ, ბრაზილიელმა თავი ვერ გამოიჩინა

ფილიპე კოუტინიომ ლივერპული 2018 წლის იანვარში დატოვა და ბარსელონას შეუერთდა. ბრაზილიელმა კატალონიურ კლუბში თავი კარგად ვერ გამოავლინა და წელიწადნახევრის შემდეგ, 2019 წლის ზაფხულში, იჯარის წესით მიუნხენის ბაიერნში აღმოჩნდა.

28 წლის ფეხბურთელს თამაში არც გერმანულ კლუბში გამოუვიდა. მიუნხნელები ამ ზაფხულს იჯარას შეწყვეტენ და ნახევარმცველს უკან ბარსელონაში დააბრუნებენ. ბრაზილიელი არც ბარსელონაში სურთ. ესპანური კლუბი მზადაა, ფილიპე გაყიდოს.

Metro-ის ინფორმაციით, ფილიპე კოუტინიო ლივერპულის მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს ესაუბრა და განუცხადა, რომ მზად არის უკან დაბრუნდეს, რისთვისაც ხელფასსაც შეიმცირებს. რთულია ვთქვათ, თუ რას გადაწყვეტს გერმანელი სპეციალისტი, თუმცა თუ გავრცელებულ ინფორმაციას ვენდობით, თავად ბრაზილიელს ლივერპულში დაბრუნება სურს.

28 წლის ფეხბურთელს ბარსასთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბარსელონა შეეცდება, კოუტინიო 80 მილიონი ევროს ფარგლებში გაყიდოს. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ ფილიპეს გაყიდვიდან მიღებული თანხა ლაუტარო მარტინესის ტრანსფერს მოახმაროს.

კომენტარები

ბოლო ამბები