Thumbnail

ჩიხურა V ტორპედო - ქუთაისელთა ოქროს დუბლი თუ ჩიხურას ისტორიული ტიტული?

  • 2 დეკემბერს თასის ფინალი გორში 15:15 საათზე გაიმართება
  • ქუთაისის ტორპედო თასის ბოლო გამარჯვებულია
  • საჩხერის ჩიხურა თასის ფინალში მესამედ გავიდა

2 დეკემბერს, გირში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს საჩხერის ჩიხურა და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდებიან.

ტორპედომ ეროვნულ ლიგაში გაიმარჯვა და დუბლის შესრულების შანსი აქვს. რაც შეეხება ჩიხურას, საჩხერელებმა ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულეს და მხოლოდ თასის მოპოვების შემთხვევაში მოიპოვებენ ევროსაგზურს. თუ თასიც ტოროპედომ მოიგო, მაშინ ჩიუხურა ევროზონის გარეთ დარჩება და ევროპალიგის საგზურს საბურთალო მოიპოვებს.

ფინალური მატჩის წინ, ფავორიტად ტორპოედოა მიჩნეული - კახა ჩხეტიანის გუნდი თასის მოქმედი გამარჯვებულია. გასულ სეზონში, ტორპედო ფინალში მარტვილის მერანს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.  

ჩიხურასთვის გამარჯვება ისტორიული იქნება, რადგან გუნდი მესამედ გავიდა თასის ფინალში, თუმცა ჯერ ერთხელაც არ უმარჯვია. 

ქუთაისელთა შემადგენლობაში არ იქნება თასის წინა ფინალის გმირი ბექა ტუღუში. ვერ ითამაშებს ვერც სათადარიგო გოლკიპერი მაქსიმე ქვილითაია. “ჩიხურას” რიგებში დანაკარგი არ არის. 

კომენტარები

ბოლო ამბები